მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

უკრაინა ყირიმის ანექსიას არ აღიარებს და დონბასზე უარს არ იტყვის-ალექსეი არესტოვიჩი

ნახვები: 435 უკრაინა ყირიმის ანექსიას არ აღიარებს და დონბასზე უარს არ იტყვის-ალექსეი არესტოვიჩი

უკრაინა ყირიმის ანექსიას არ აღიარებს და დონბასზე უარს არ იტყვის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა სატელევიზიო ინტერვიუს დროს განაცხადა.

ინფორმაციას „უნიანი" ავრცელებს.

„არსებობს ვერსია, მაგალითად, ერთობლივი მმართველობის. ისტორიაში სხვადასხვა მაგალითი არსებობს. მაგალითად, თურქეთი და მისი კვიპროსი. ის ჩრდილოეთ კვიპროსს თავის ტერიტორიად მიიჩნევს, თუმცა მსოფლიოში სხვა ამას არავინ აღიარებს. არსებობს მილიონი ვარიანტი. ვფიქრობ, ჩვენი დიპლომატია ამას მოერევა, რადგან ამაში ჩართულია არა მხოლოდ ორმხრივი ურთიერთობები, არამედ ქვეყნების მთელი სისტემა. ის ქვეყნებიც კი, რომლებიც უკრაინიდან შორს არიან, თუმცა რუსეთისთვის ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენენ და ისინი საკუთარ გარანტიებსაც კი იძლევიან. უნდა გავაცნობიეროთ, რომ ახლა მოლაპარაკებები არა ორმხრივი, არამედ ლიდერების ჩართულობით მიმდინარეობს, რათა უზრუნველყოფილი იყოს ჩარჩო შეთანხმება", - აღნიშნა არესტოვიჩმა

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა