მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

ჰააგის სასამართლოს პროკურორი უკრაინაშია-ზელენსკი

ნახვები: 439 ჰააგის სასამართლოს პროკურორი უკრაინაშია-ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი კარიმ ხანი უკრაინაში ჩავიდა და მუშაობა დაიწყო.

მისი თქმით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საგამოძიებო ჯგუფმა უკრაინის სამართალდამცავებთან ერთად უკვე დაიწყო უკრაინის ტერიტორიაზე რუსული ძალების ჩადენილი ომის დანაშაულების შესახებ სამხილების შეგროვება.

„უნდა იყოს საერთაშორისო ტრიბუნალი და იქნება კიდეც. იმ ყველაფრის გამო, რაც მათ უკრაინის წინააღმდეგ, ჩვენი ხალხის წინააღმდეგ ჩაიდინეს, ჩვენს ტერიტორიაზე რუსეთის ჯარების ტერორიზმის ყველა აქტის გამო.

მე ვესაუბრე დღეს კარიმ ხანს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს ჰააგაში. ის უკვე უკრაინაშია, უკვე დაიწყო მუშაობა. შესაბამისად, ოკუპანტებს უკრაინელების წინააღმდეგ განხორციელებული ომის ყველა დანაშაულის გამო პასუხს აგებენ", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა