მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

ფართო გავრცელების მოლოდინი უკვე არ უნდა გვქონდეს-თამარ გაბუნია

ნახვები: 440 ფართო გავრცელების მოლოდინი უკვე არ უნდა გვქონდეს-თამარ გაბუნია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის ახალ შტამთან დაკავშირებით ჯერ მხოლოდ ჰიპოთეზის დონეზეა საუბარი.

მისივე თქმით, საკითხზე მუშაობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია. როგორც თამარ გაბუნია ამბობს, ამ ეტაპზე აქცენტი კვლავაც „ომიკრონზეა".

„ამ ეტაპზე მთელი ყურადღება კვლავაც „ომიკრონის" შტამის ცირკულაციაზეა. ახალ შტამთან დაკავშირებით ჯერჯერობით მხოლოდ ჰიპოთეტური ვერსიებია, რაზეც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მუშაობს. ჩვენ ამ დროისთვის დაზუსტებული ინფორმაცია, თუ რასთან შეიძლება, გვქონდეს საქმე ან საერთოდ შეიძლება თუ არა გქვოდეს საქმე, ბუნებრივია, არ გაქვს. ამიტომ უნდა დავიცადოთ. ამ ეტაპზე საუბარი ნაადრევია. ინფორმაცია დაზუსტდება. დღეს აქცენტი მაინც არის „ომიკრონზე", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ქვეყანაში არსებული ეპიდვითარება შეაფასა და აღნიშნა, რომ ყველა ნიშანი, რაც ეპიდვითარებას განსაზღვრავს საკმაოდ სწრაფი ტემპით უმჯობესდება.

„ჩვენთან ცირკულაციაში არის „ომიკრონი" და მიმდინარეობა სრულ კონტროლს ექვემდებარება. საკმაოდ სწრაფი გაუმჯობესების სურათი გვაქვს. საქართველოში ბოლო პერიოდში აშკარად შეინიშნება ეპიდემიის გაუმჯობესების ნიშნები. დღეს ახალი შემთხვევების რაოდენობა იყო 888, დადებითობის მაჩვენებელიც სწრაფად იკლებს, ხუთ პროცენტს ჩამოსცდა. ვიმედოვნებთ, მეტად დაიკლებს. ყველა ნიშანი მიუთითებს, რომ შესაძლოა, უკვე დავიწყოთ საუბარი პანდემიური გავრცელებიდან ენდემურ გავრცელებაზე, რაც არ ნიშნავს, რომ ყურადღება არ სჭირდება ამ მიმდინარეობას. ფართო გავრცელების მოლოდინი უკვე არ უნდა გვქონდეს. ვფიქრობთ, უფრო მეტად ლოკალური, ადგილობრივი ხასიათის იქნება და არა პანდემიური ხასიათის", - განაცხადა გაბუნიამ.

ამასთან, თამარ გაბუნიას თქმით, ეპიდსიტუაციის დასტაბილურების მიუხედავად, პირბადის ტარება კვლავაც მნიშვნელოვანია.

„ჯერჯერობით პირბადის ტარება მაინც მნიშვნელოვანია, რადგან ყველაზე ეფექტური გზა ინფექციის დაცვისგან არის პირბადე", - აღნიშნა გაბუნიამ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა