მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

აგვისტოს ომის შემდეგ, მაშინდელი მსოფლიო ლიდერების მხრიდან, რუსეთის მიმართ არავითარი სანქციები არ დაწესებულა-ღარიბაშვილი

ნახვები: 441 აგვისტოს ომის შემდეგ, მაშინდელი მსოფლიო ლიდერების მხრიდან, რუსეთის მიმართ არავითარი სანქციები არ დაწესებულა-ღარიბაშვილი

საქართველომ თავის თავზე გამოსცადა ის დიდი უბედურება, ტრაგედია, რაც დღეს ხდება უკრაინაში, ჩვენ, საქართველომ და ქართველმა ხალხმა 2008 წელს უკვე გადავიხადეთ დიდი ფასი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პოლონეთის პრემიერ-მინისტრ მათეუშ მორავიეცკისთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, სამწუხაროდ აგვისტოს ომის შემდეგ, მაშინდელი მსოფლიო ლიდერების მხრიდან, რუსეთის მიმართ არავითარი სანქციები არ იქნა დაწესებული.

„მე ჩვენს მეგობრებს ყოველთვის ვახსენებ, რომ ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტი დღეს არის ოკუპირებული რუსეთის მიერ, რომ ჩვენ ვცხოვრობთ, რუს ჯარისკაცებთან ერთად ჩვენს ტერიტორიაზე. მე მინდა, აქვე სინანულით გავიხსენო და შევახსენო ყველას, რომ სამწუხაროდ, აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის მიმართ, არავითარი სანქციები არ იქნა დაწესებული, მაშინდელი მსოფლიო ლიდერების მხრიდან. მე აქვე მინდა, გავიხსენო პრეზიდენტი კაჩინსკი, რომელიც მაშინ ხმამაღლა მოუწოდებდა დასავლელ ლიდერებს, მიეღოთ მკვეთრი და თამამი გადაწყვეტილებები საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით.

აგვისტოს ომის შემდეგ ჩვენ ვნახეთ განახლებული პოლიტიკა რუსეთის მიმართ, ახალი სავაჭრო ეკონომიკურ პროექტები და არავითარი სანქცია სამწუხაროდ. უფრო მეტიც, სამწუხაროდ, მაშინდელმა ჩვენმა ქართულმა ხელისუფლებამაც კი არ დაუწესა სანქციები რუსეთს. მხოლოდ დიპლომატიური ურთიერთობები გაწყდა, პირიქით, ომის შემდეგ სამწუხაროდ, რუსეთის სახელმწიფო კომპანიებს გადასცა, მიჰყიდა სტრატეგიული ენერგეტიკული ობიექტები და ასევე მოუხსნა ცალმხრივად სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებს და მხარი დაუჭირა რუსეთის სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას, ეს მოხდა ომის შემდეგ. შედეგად საქართველო დღესაც ოკუპირებულია სტატუსკვო არ შეცვლილა, ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი არის ოკუპირებული. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში გვიწევს გამკლავება ოკუპაციასთან, გამოწვევასთან, რომელიც დაკავშირებულია ბორდერიზაციასთან, ჩვენი მოქალაქეების გატაცება, მათი ციხეებში ჩასმა მიმდინარეობს, სამწუხაროდ, გვაქვს ბევრი ტრაგიკული ფაქტებიც, მათი მოკვლის თუ გარდაცვალების. ეს არის ის რეალობა, რომელიც არის შექმნილი ჩვენს ქვეყანაში აგვისტოს ომის შემდეგ. ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რამხელა ტრაგედია მიმდინარეობს ახლა უკრაინაში", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა