ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

უკრაინა რუსეთთან ომის დასრულებას ახალი საერთაშორისო უსაფრთხოების კოალიციით აპირებს

ნახვები: 1269 უკრაინა რუსეთთან ომის დასრულებას ახალი საერთაშორისო უსაფრთხოების კოალიციით აპირებს

უკრაინა აპირებს რუსეთის ფედერაციასთან ომის დასრულებას ახალი საერთაშორისო უსაფრთხოების კოალიციის შექმნით.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა სტატუსი, არამედ მოკავშირეები, რომლებიც მზად არიან ჩვენს გვერდით იბრძოლონ. უკრაინაში შეჭრამ აჩვენა, რომ ევროპის უსაფრთხოების მთელი არქიტექტურა უნდა გადაიხედოს. ჩვენ ვიცით, რომ პუტინის შეჩერება მხოლოდ ძალით შეიძლება. ნატოს ეს ძალა არ ჰყავს. ჩვენი აზრით, ეს არის ორგანიზაცია, რომლის ძირითადი საქმიანობაა სამიტების მოწყობა, სადაც გენერლები აჩვენებენ, რომ მაგრები არიან... ასე რომ, ჩვენ გვინდა დავასრულოთ ეს ომი ახალი ძლიერი კოალიციით, რომელიც შეძლებს რუსეთის შეჩერებას, თუ მასისე ექნება სურვილი კიდევ ერთხელ შეუტიოს ვინმეს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა.  

მან განმარტა, რომ კოალიციის საფუძველი ფუნდამენტურად განსხვავდებოდა ბუდაპეშტის მემორანდუმისგან, მაგრამ უზრუნველყოფს კონკრეტულ პირობას საერთაშორისო სამართლის ყველა წესის შესაბამისად.

პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩევლის თქმით, დოკუმენტში აღწერილი იქნება მექანიზმები, რომლებიც უნდა დაინერგოს უკრაინაზე თავდასხმის განმეორების შემთხვევაში.

"ჩვენ გვინდა დავრწმუნდეთ, რომ კვლავ არ დავრჩებით მარტო ბრძოლის ველზე. ქვეყნები აიღებენ გარკვეულ ვალდებულებებს. მომავალში ეს დოკუმენტი შეიძლება შემუშავდეს და დაეყრდნოს სრულიად ახალ ალიანსს, რათა უზრუნველყოს უსაფრთხოება მთელ ევროპაში", - განაცხადა პოდოლიაკმა.

მან უარი თქვა იმ ქვეყნების დასახელებაზე, რომლებმაც გამოთქვეს მზადყოფნა შეუერთდნენ კოალიციას რადგან მოლაპარაკებები გრძელდება.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა