თინა ბოკუჩავა - ევროპარლამენტში რეზოლუციას მიიღებენ, რომელიც იქნება ერთგვარი წითელი ხაზი, რის შემდეგაც „ქართულ ოცნებასა“ და ევროკავშირს შორის ურთიერთობის აღდგენა შეუძლებელია
“ექსპო ჯორჯიაში”, თიბისის მხარდაჭერით, სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამმუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენა ჩატარდება
თიბისის ESG აკადემია, თბილისში, ბიზნესების წარმომადგენლებისთვის, ტრენინგს - „ბიზნესის გზა მდგრადობისკენ - შექმენი მწვანე მომავალი“ ჩაატარებს
ნიკა მელია - ივანიშვილმა თუ ვინმე დაამცირა, თუ ვინმეს აგრძნობინა, რომ არაფერს წარმოადგენენ, ეს „ქართული ოცნების“ დეპუტატები და ამომრჩევლები არიან
Blinken after G7 meeting: support for Ukraine must remain strong
ირანის საგარეო უწყება - მივესალმებით ლიბანის წინააღმდეგ ისრაელის აგრესიის დასრულებას
ბენიამინ ნეთანიაჰუ - ცეცხლის შეწყვეტის ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმაზე, რა მოხდება ლიბანში
თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის კმ133-კმ158 მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია

დეა კულუმბეგაშვილის ფილმი „დასაწყისი" უცხოენოვანი „ოსკარისთვის" იბრძვის

01.02.2021 ნახვები: 1152

კარდი ფილმიდან „დასაწყისი"

„ოსკარის" რიგით 93-ე საზეიმო ცერემონია, როგორც ცნობილია, თებერვლის ბოლოს გაიმართება. საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა „ოსკარის" საუკეთესო საერთაშორისო ფილმის ნომინაციაში რეჟისორ დეა კულუმბეგაშვილის ფილმი „დასაწყისი" წარადგინა. მოკლე სიას - 15 საუკეთესო ფილმს, ამერიკის კინოაკადემია თებერვლის პირველ რიცხვებში დაასახელებს. მოგვიანებით კი საუკეთესო ხუთეულსაც.
საერთაშორისო პრესა, როგორც წესი, ცდილობს წინასწარ გამოიცნოს, რომელი ფილმები მოხვდება მოკლე სიაში და შემდგომ, საუკეთესო ხუთეულის ნომინაციაში. მაგალითად, ამერიკულმა გამოცემა Indiewire-მა უკვე დაასახელა კანდიდატები, რომლებიც, შესაძლოა „ოსკარის" მოკლე სიაში მოხვდნენ. მათ შორის ერთ-ერთი ფავორიტი „დასაწყისიცაა".
„ფილმი უდავოდ აღწევს სისადავეს აღწევს 35-მილიმეტრიანი ფირითა და გრძელი, დახვეწილი, გაუჭრელი კადრებით. ეს შესაძლოა ზოგიერთი მაყურებლისთვის ოდნავ დამტანჯველიც იყოს. თუმცა, „დასაწყისი" შესანიშნავად არის გადაღებული, დამონტაჟებული და ხშირად შოკისმომგვრელი პერსპექტივით გამოირჩევა. ეს კი ნამდვილად გააოცებს აღმასრულებელ კომისიას", - აღნიშნავს გამოცემა.
პლატფორმა Gold Derby , რომელიც სხვადასხვა დაჯილდოების პროგნოზებს აქვეყნებს, „დასაწყისს" მოიხსენიებს როგორც „ძლიერ და ღირსეულ პრეტენდენტს". გამოცემა The Film Stage-მა კი დეა კულუმბეგაშვილის დებიუტი 2020-21 წლების მსოფლიოს 30 საუკეთესო ფილმს შორის დაასახელა. კინოკრიტიკოსები გამოცემა The Playlist-ში აღნიშნავენ, რომ „დასაწყისი" შესაძლოა, სამეულში ვერა, მაგრამ საუკეთესო 10-12 ფილმს შორის ადგილს ნამდვილად დაიმსახურებს.
„ეს ფილმი ნამდვილი მოულოდნელობა აღმოჩნდა. იგი განგაცდევინებთ საავტორო, ავთენტური კინოს შთამბეჭდავ წუთებს, რომელიც ეკრანს გამომსახველობით ელვარებას ანიჭებს" - ასე აღწერს ფილმს იტალიელი კინორეჟისორი, ლუკა გუადანინო.
დეა კულუმბეგაშვილის ფილმის მსოფლიო პრემიერა კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე, 2020 წლის მაისში გაიმართა. ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც ქართველი რეჟისორის ფილმი კანის კინოფესტივალზე უჩვენეს. ჯერ კიდევ 2014 წელს, რეჟისორის სადებიუტო ნამუშევარი - „უხილავი სივრცეები" წარმოდგენილი იყო კანის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო პროგრამაში. 2016 წელს დეა კულუმბეგაშვილის კიდევ ერთი მოკლემეტრაჟიანი ფილმი „ლეთა" აჩვენეს სექციაში „რეჟისორთა ორკვირეული".
2020 წელს კანის ფესტივალზე მოსახვედრად კონკურსში თითქმის ორი ათასი ფილმი იღებდა მონაწილეობას, ოფიციალურ სელექციაში კი მხოლოდ 56 მათგანი შეირჩა. კორონავირუსის პანდემიის გამო, კანის საერთაშორისო კინოფესტივალი წელს ტრადიციული ფორმით არც ჩატარებულა. სხვადასხვა მიზეზის გამო, კანის ოფიციალურ სელექციაში მოხვედრილი ფილმები ასევე გადანაწილდნენ ტორონტოს, სან-სებასტიანის, ნიუ-იორკის, ვენეციის, ბუსანის, კარლოვი-ვარის თუ ვარშავის კინოფესტივალებზე. მთელი ეს პროცესი კინოფესტივალების დირექტორებმა და სელექციონერებმა მონათლეს, როგორც „კინო კედლებს მიღმა".
„დასაწყისის" ტრიუმფი მაინც სან-სებასტიანის 68-ე საერთაშორისო კინოფესტივალს უკავშირდება, რომელიც 2020 წლის სექტემბერში გაიმართა. საუკეთესო ფილმისათვის მთავარი ჯილდო - „ოქროს ნიჟარა" სწორედ ქართულ ფილმს გადაეცა. გარდა ამისა, პრიზი დაიმსახურა ია სუხიტაშვილმა ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის, ხოლო ფილმის სცენარის ავტორები - რატი ონელი და დეა კულუმბეგაშვილი ჟიურიმ „განსაკუთრებული ისტორიის შექმნისათვის" ასევე ფესტივალის პრიზით, „ვერცხლის ნიჟარით" დააჯილდოვეს. უნდა აღინიშნოს, რომ სან-სებსტიანის კინოფესტივალი, კანის მსგავსად, უჩვეულო ფორმატით, დისტანციურად ჩატარდა.
ფილმი იეჰოვას მოწმეთა თემის შესახებ მოგვითხრობს, რომელსაც პროვინციულ ქალაქში თავს დაესხმება ექსტრემისტული დაჯგუფება. მთავარი გმირი - იანა იეჰოვას მოწმეთა ლიდერის მეუღლეა, რომლის ერთი შეხედვით ნაცნობი სამყარო ამ კონფლიქტის შემდეგ ნელ-ნელა, მტკივნეულად და საბედისწეროდ ინგრევა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარბევა მოხდება, იანა საკუთარი ცხოვრების გაანალიზებას იწყებს.
ფილმ „დასაწყისის" დამდგმელი ჯგუფი:
რეჟისორი - დეა კულუმბეგაშვილი, პროდიუსერი - რატი ონელი,
სცენარის ავტორები - დეა კულუმბეგაშვილი და რატი ონელი,
მუსიკა - ნიკოლას ჯარი, მხატვარი - გურამ ნევროზაშვილი,
კოსტიუმების მხატვარი - ქეთი კაპანაძე, როლებში: ია სუხიტაშვილი, კახა კინწურაშვილი, რატი ონელი.
უკვე ცნობილი გახდა, რომ ფილმ „დასაწყისის" ონლაინ-პრემიერა საერთაშორისო პლატფორმა Mubi-ზე თებერვლის დასაწყისში გაიმართება.
საქართველო, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, „ოსკარზე" პირველად მხოლოდ 1997 წელს მოხვდა. საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში, დაჯილდოებაზე წარდგენილი იყო ფილმი „შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი" (რეჟისორი: ნანა ჯორჯაძე). 2014 წელს „ოსკარის" მოკლე სიაში ერთდორულად ორი ქართული კოპროდუქცია მოხვდა - ესტონეთის სახელით წარდგენილი „მანდარინები" და საქართველოს სახელით წარდგენილი, რეჟისორ გიორგი ოვაშვილის ფილმი „სიმინდის კუნძული". საბოლოოდ, კი ოსკარის ნომინაცია ზაზა ურუშაძის „მანდარინებმა" დაიმსახურა, რომელიც ამერიკულ კინოგაქირავებაში დიდი წარმატებით უჩვენეს.

ავტორი: დავით ბუხრიკიძე

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა