უკრაინა ჩვენი და მთელი კაცობრიობის საშველია. მხოლოდ უკრაინასთან ერთად შევძლებთ გადარჩენას, თვითმყოფადობის და იდენტურობის შენარჩუნებას, რაც მთავარია ღირსებასაც შევინარჩუნებთ. ჩვენ ვართ პატარა, მაგრამ ღირსების ერი, ამ სიბინძურეს სურს, რომ ღირსება აგვყაროს, -ამის შესახებ „ნეიშენ ჯორჯიასთან“ ინტერვიუში ქართველმა მხატვარმა გია ბუღაძემ განაცხადა
ბატონო გია ,საინტერესო კვირა იყო, რომელიც პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლით დაიწყო და შსს მინისტრით დასრულდა. საინტერესო განცხადებები მოვისმინეთ პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ.
ჩემი აზრით ეს არის ბიძინასეული დაბალანსების პოლიტიკა, იმიტომ რომ ძალიან მეეჭვება ეს ქალი დამოუკიდებლად გადაწყვეტილებას იღებდეს. რეალურად ორივე მხარეს თამაშობს ბიძინა, ორივე მიმართულებით. ესენი რუსეთს ეფანცქვალებიან, ბოროტ ბიჭებს ვუწოდებ ამათ, სალომე განასახიერებს ბიძინას მეორე ფრთას, რომელიც ევროპას ეთამაშება.
ასე, რომ მე ბიძინა პროექტად მიმაჩნია, პოლიტიკას უყვარს შეთქმულებები და არ გამოვრიცხავ, რომ ამ ტიპის ეშმაკობასთან გვქონდეს საქმე, რომლის სათავაშე პაიკებით მოთამაშე ბიძინა დგას.
ამ ქალბატონის ქმედებებში დამოუკიდებლად მოქმედებების ნიშან-წყალსაც ვერ ვხედავ, თუნდაც მისი განცხადებები საბოლოო ჯამში, იმავე საღამოს რომ თურმე სანქციებს შეუერთდნენ, ეს თავიდან ბოლომდე ტყუილი იყო. იმიტომ, რომ ეს ხელისუფლება სანქციებს არ შეერთებია. მაგრამ, უნდა ითქვას, რომ ვიღაცებთან შედარებით ბევრად უფრო ცივილიზებულად გამოიყურება.
კარგით, მე გამოგყვებით თქვენ სცენარში, რომ ბიძინას პროექტია მაგრამ, თუ მართლა აღიძვრება მის წინააღმდეგ დაიწყება საქმე საკონსტიტუციო სასამართლოში ეს როგორ აიხსნება?
არც არაფერი არ მოხდება, არც არაფერი აღიძვრება.
ანუ?
ეს იმიტომ, რომ მოქმედ პრეზიდენტზე აღვძრავ საქმეს და მიშას რა აქვს სალაპარაკო. და დასავლეთში გამოიყენებენ ამას - პრეზიდენტი, რომელიც კონსტიტუციას დაარღვევს ჩვენიანიც, კი რომლის ნაცვლად ბანერებზე ჩვენ ვიყავით - კანონის წინაშე წარდგება. მაგრამ არაფერს უჩივლებენ და არც არაფერს გააკეთებენ.
გამოდის, რომ თქვენ არ ენდობით ზურაბიშვილს და მის პათოსს
არანაირად, სალომეს ნდობა არ მაქვს. ეს არის კოლაბოლაციონალური მთავრობის შემადგენელ ნაწილი. დასავლეთთან ვითომ მოლაპარაკე პირი, რომელიც ბიძინას პაიკია და ახორციელებს ბრჭყალებში - ბიძინას პროდასავლურ შეტყობინებეს.
ოპოზიცია რას აკეთებს ბატონო გია ამ დროს, რომელიც აღტკინებულია პრეზიდენტის ე.წ. გამოღვიძებით?
ოპოზიციას ახლა მე ვერაფერს ვეტყვი, გარდა იმისა, რომ დიდი შეცდომა დაუშვეს როცა მოითხოვეს ზელენსკის ჩართვა. მე ვფიქრობ რომ ზელენსკი არ უნდა გამოვიდეს ამ პარლამენტში.
რატომ?
ლეგიტიმაცია, რომ არ მისცეს. ამიტომ არ მომწონდა ეს გადაწყვეტილება. ზელენსკიმ უკვე მიმართა ქართველ ხალხს. სულაც არ არის საჭირო, ზელენსკიმ მიმართოს მდინარაძეებსა და კობახიძეებს - უსახურ პარლამენტს.
ამ ხნის განმავლობაში არაერთი განცხადება გაკეთდა ხელისუფლებისგან, რომელიც პოლიტიკოსებმა და მათ შორის საზოგადოების ნაწილმაც სამარცხვინოდ შეაფასა. მაგრამ ჩვენი ხელისუფლების განცხადებებს, უკრაინის ხელმძღვანელობა ოპერატიულად პასუხს სცემდა, იგივე საზოგადოებაში გაჩნდა მოსაზრება, რომ უკრაინას ომი აქვს და როგორ იცლის პასუხების გასაცემად.
საქართველო და უკრაინა ყოველთვის იყო ერთმანეთზე აკიდებული ძვირფასი მარგალიტის თვლები ერთ მძივზე. საქართველოს ინტერესით რომ აკვირდება, ეს გასაკვირი არ არის. კარგად ვხედავთ რამდენი ქართველი მუშაობს იქ თანამდებობაზე. რეალურად ქართველების წვლილი ძალიან დიდია უკრაინის პოლიტიკისთვის. თქვენ წარმოიდგინეთ მდინარაძისნაირები რომ აღარ იქნებიან ხელისუფლებაში, რომელ ქვეყანას დასჭირდება ეს ტიპები?! არავის. რეალურად ინტერესი საქართველოზე ყოველთვის იქნება და ჩვენი ამოცანაა, რომ იმ პროვოკაციებზე, რომელზეც ჩვენ წამოგებას მმართველი გუნდი ცდილობს, არ ავყვეთ. ჩვენ საქმე გვაქვს ეფ-ეს-ბეს პროექტთან, რომელსაც ჰქვია „ქართული ოცნება“.
მმართველი გუნდი აკეთებს რუსულ საქმეს, რომელიც დამთავრდება დიდი მარცხით. მდინარაძე, რომ გამოვიდა განაცხადა, ყველამ კარგად იცის რით დასრულდება ომი უკრაინაშიო. ფსონს დებდნენ უკრაინის მარცხზე, პირდაპირ გამოუტანა დასკვნა. ე.წ. პრემიერის გამოსვლა, ბომბავენ და სანქციები არ მუშაობს, არაფერი არ მუშაობს და ვინმე გამჩერებელი არ ჩანს, როგორი რიტორიკაა?! ბუნებრივია, შემზარავი და სამარცხვინო.
როგორც ვხედავთ საქართველოში ბევრი რუსი შემოდის, ხელისუფლება ამტკიცებს, რომ არანაირი გადაჭარბება არ ფიქსირდება რუსების შემოსვლის. მაგრამ ჩვენ ქუჩაში ყოველდღიურად უფრო მეტ რუს სახეს ვხედავთ.
ეს ძალიან საშიშია, ეს არის რუსული აგენტურის მომძლავრება - მაქსიმალურად შემოიყვანეს ხალხი. მაგათ ჩამოდინებას მე დიდი ხანია ყურადღებას ვაქცევ, 3 წელიწადზე მეტია დაიწყეს სახლების ყიდვა. დაკუნთული ბიჭები და გოგოები, რომლებიც ქუჩებში დადიან. ეს არის ჩვეულებრივი დივერსიული ჯგუფები. შსს-ს მინისტრის საშინელ, სრულიად არაპროფესიულ განცხადებას, - საერთოდ აქ რომელია პროფესიონალია მაგრამ - რა განცხადება გააკეთა: თურმე შარშანწინ ბევრად უფრო მეტი ადამიანი ჩამოდიოდა, როდის ჩამოდიოდა ეს ხალხი?! დასასვენებლად ჩამოდიოდნენ. ნეტა ახლა რა სეზონია დასვენების, ზაფხულია?! ჩამოდიან სახლ-კარის საყიდლად და ბიზნესების დაწყებისთვის.
ბატონო გია როგორ დასრულდება ეს ყველაფერი?
პუტინის დამარცხებით და განადგურებით.
საქართველო სად იქნება?
რუსეთის დაშლით, მაგრამ ჩვენ არ უნდა აღმოვჩნდეთ ძალიან ბნელ, ნამსხვრევებით მოფენილ მხარეს - აი მაგის მეშინია.
ანუ ფიქრობთ, რომ ჩვენი ბოლო მაინც ბნელი მხარეა?
არა, არავითარ შემთხვევაში. ჩვენი ამოცანა არის, ინტუიცია მეუბნება - ჩვენი მთელი არსებით უნდა ჩამოვეკიდოთ უკრაინას. უკრაინა ჩვენი და მთელი კაცობრიობის საშველია. მხოლოდ უკრაინასთან ერთად შევძლებთ გადარჩენას, თვითმყოფადობის და იდენტურობის შენარჩუნებას, რაც მთავარია ღირსებასაც შევინარჩუნებთ. ჩვენ ვართ პატარა, მაგრამ ღირსების ერი. ამ სიბინძურეს სურს რომ ღირსება აგვყაროს. გამოდის ეს, ვოლსკი და არც კი რცხვენია, ნეტავ არ იყოს პოლონური წარმოშობის, უღირსეულესი ხალხის შვილი, თურმე კალაშნიკოვი გვაქვს მოდებული შუბლზე და უნდა ვიყოთ, ჩუმადო. ღირსება ელემენტარული არა გაქვს?! ომის ვის უნდა? არავის! კაცობა, ღირსება აყრილი ყოფნა ყველაზე შემზარავია. შენ თუ გინდა ეგრე იცხოვრე გია ვოლსკი!
ჩვენი ამოცანა, არის რომ ჩავეჭიდოთ უკრაინას.
„ნეიშენ ჯორჯია“, ესაუბრა ზუკა ნემსაძე