ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა
ევროკომისია: 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე უარის თქმა საქართველოს კონსტიტუციურ პრიორიტეტებს ეწინააღმდეგება

ნიკოლაევში რუსეთის ძალების მიერ ყაზარმის დაბომბვის შემდეგ ნანგრევებიდან სულ მცირე 50 ჯარისკაცის ცხედარი ამოიყვანეს

ნახვები: 473 ნიკოლაევში რუსეთის ძალების მიერ ყაზარმის დაბომბვის შემდეგ ნანგრევებიდან სულ მცირე 50 ჯარისკაცის ცხედარი ამოიყვანეს

ნიკოლაევში რუსეთის ძალების მიერ სამხედრო ყაზარმის დაბომბვის შემდეგ ნანგრევებიდან სულ მცირე 50 ჯარისკაცის ცხედარი ამოიყვანეს. ინფორმაციას სააგენტო „ფრანს პრესი“ თვითმხილველებზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც მედიასაშუალებას თვითმხილველებმა განუცხადეს, ყაზარმაში სულ მცირე 200 სამხედრო იმყოფებოდა, როდესაც რუსეთის ძალებმა იერიში მიიტანეს.

ამ დროისთვის უკრაინის ხელისუფლებას ნიკოლაევის ყაზარმის დაბომბვის შედეგად გარდაცვლილების შესახებ ოფიციალური მონაცემები არ გაუვრცელებია.

როგორც მანამდე ნიკოლაევის ოლქის ხელმძღვანელმა, ვიტალი კიმმა განაცხადა, ადგილობრივი ხელისუფლება უკრაინის შეიარაღებული ძალებისგან ოფიციალურ მონაცემებს ელოდება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა