მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

ნეიტრალიტეტზე საუბარი არის ფაქტობრივად თავდასხმა სახელმწიფოსა და სუვერენიტეტზე-სალომე სამადაშვილი

ნახვები: 431 ნეიტრალიტეტზე საუბარი არის ფაქტობრივად თავდასხმა სახელმწიფოსა და სუვერენიტეტზე-სალომე სამადაშვილი

ნეიტრალიტეტზე საუბარი არის ფაქტობრივად თავდასხმა სახელმწიფოსა და სუვერენიტეტზე, - განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა.

დეპუტატი ნეიტრალიტეტის თემის წამოწევას საგანგაშოდ მიიჩნევს.

„ძალიან საგანგაშოა, რომ ნეიტრალიტეტის თემა წამოიწია და ამ საკითხს განსაკუთრებით აქტიურად ლობირებენ ხელისუფლებასთან დაკავშირებული ექსპერტები, ასევე ის მედიასაშუალებები და პოლიტიკური ძალები, რომელთაც „ქართული ოცნება" ხელს პირდაპირ უწყობს ქვეყანაში ფუნქციონირებისთვის. ასეთია „ალტ-ინფო". უნდა გვესმოდეს, რომ ნეიტრალიტეტზე საუბარი არის ფაქტობრივად თავდასხმა სახელმწიფოსა და სუვერენიტეტზე. რუსეთმა ძალიან კარგად იცოდა, რომ უკრაინასა და საქართველოს უახლოეს მომავალში ნატო-ში არ მიიღებენ, მაგრამ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყება გადაწყვიტა, რადგან რუსეთისთვის საბოლოო მიზანს ჩვენი სახელმწიფოების გაუქმება წარმოადგენს. რუსეთს ნეიტრალიტეტზე საუბარი ამ ამოცანის შესრულებას მხოლოდ გაუმარტივებს", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა