მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

სახლის წინ რომ ადამიანმა თოვლი გაწმინდოს, მგონი, ეს არ წარმოადგენს პრობლემას-კალაძე

ნახვები: 429 სახლის წინ რომ ადამიანმა თოვლი გაწმინდოს, მგონი, ეს არ წარმოადგენს პრობლემას-კალაძე

"სამუშაოების შეფერხებას იწვევს გადაუღებელი თოვა, იწმინდება ქუჩა, მაგრამ სანამ მანქანა ჩაივლის და ამოივლის, უკვე დათოვლილია ქუჩები. მიუხედავად ამისა, ჩვენ არ ვჩერდებით და ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის, რომ პირველ რიგში, ცენტრალური ქუჩები იყოს სუფთა და საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა უპრობლემოდ შეძლოს გადაადგილება. ცენტრალურ ქუჩებზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ გაჩერებულა, იყო შეფერხებები, მაგრამ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ემსახურებოდა მოსახლეობას და ეს არის მნიშვნელოვანი. მადლობა თბილსერვისის ხელმძღვანელობას, თანამშრომლებს.

გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არცერთი ქუჩა და ჩიხი არ დავტოვოთ და ყველა იყოს მოწესრიგებული. თუ იქნება მხარდაჭერა და დახმარება, მადლობელი ვიქნებით, მეგობრებო. საკუთარი სახლის წინ ადამიანმა რომ გაწმინდოს თვითონ, მემგონი ეს პრობლემას არ წარმოადგენს და ეს ჩვენთვის დიდი დახმარება იქნება",-ამბობს თბილისის მერი კახა კალაძე.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა