მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

ნატო-ს სამიტზე უფრო რეალისტურად შეხედავენ იმ საფრთხეს, რომლის წინაშეც საქართველო უკვე ასწლეულზე მეტია, დგას-ჰერმან საბო

ნახვები: 439 ნატო-ს სამიტზე უფრო რეალისტურად შეხედავენ იმ საფრთხეს, რომლის წინაშეც საქართველო უკვე ასწლეულზე მეტია, დგას-ჰერმან საბო

დარწმუნებული ვარ, ნატო-ს სამიტზე უფრო რეალისტურად შეხედავენ იმ საფრთხეს, რომლის წინაშეც საქართველო უკვე ასწლეულზე მეტია, დგას, - ამის შესახებ „გირჩის" წევრმა ჰერმან საბომ განაცხადა.

საბოს შეფასებით, აღნიშნულ სამიტს უფრო მეტი პრაქტიკული შედეგი ექნება.

„მიმდინარე ომმა ევროპელ მეგობრებს გადააფიქრებინა რაღაცები, ახლიდან გააზრებინა. დარწმუნებული ვარ, ამ სამიტზე უფრო რეალისტურად შეხედავენ იმ საფრთხეს, რომლის წინაშეც საქართველო უკვე ასწლეულზე მეტია, დგას და რომლის საფრთხეც უკრაინაში შეიძლება, აწი იყოს. ამიტომ მგონია, რომ ამ სამიტს ექნება უფრო მეტი პრაქტიკული შედეგი იმ ქვეყნების თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის, ვინც დღეს რუსეთის საფრთხის ქვეშ არის - საქართველო, მოლდოვა, უკრაინა.

ზოგადად, ევროპული ბიუროკრატია არის ძალიან ნელამოქმედი. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის კონფლიქტმა შეიძლება, დააჩქაროს ჩვენი ინტეგრაცია ევროკავშირში, ეს მაინც თვეების და წლების საქმეა. ევროკავშირისგან ნაკლებ ქმედით ნაბიჯებს ველოდები, ვიდრე ნატო-სგან, მაგრამ ევროკავშირისგან მივიღებთ კიდევ ერთხელ იმ მესიჯებს, რომ მათი კარი ღიაა და ევროკავშორში ჩვენი მიღება იქნება ბევრად სწრაფი, ვიდრე ეს იქნებოდა რომ არა რუსეთის ის აგრესია, რასაც ახორციელებს", - განაცხადა ჰერმან საბომ.

ბრიუსელში დღეს ნატო-ს, ევროკავშირისა და „დიდი შვიდეულის" სამიტები გაიმართება.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა