მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

რუსეთს მიზანში აქვს გოტლანდიის კუნძულები-ზელენსკი

ნახვები: 432 რუსეთს მიზანში აქვს გოტლანდიის კუნძულები-ზელენსკი

უკრაინაში რუსული აგრესია ნიშნავს იმას, რომ რუსეთის ყველა მეზობელი სახელმწიფო საფრთხეშია, მათ შორის შვედეთიც. რუსეთის პროპაგანდისტული სამთავრობო არხები უკვე ღიად განიხილავენ თქვენი ტერიტორიის, კუნძულ გოტლანდიის ოკუპაციის საკითხს, - ამ სიტყვებით მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შვედეთის მთავრობას.

მისივე თქმით, ყველა ქვეყნის მოსახლეობას აქვს უფლება, თავად განსაზღვროს მისი მომავალი, გააკეთოს არჩევანი დიქტატურასა და დემოკრატიას შორის.

„თანამედროვე ევროპა მშვიდობაზე დგას, რაც თავის მხრივ, მორალურ პრინციპებს ეფუძნება. ამ პრინციპების თანახმად, სახელმწიფო საზღვრების გადალახვა ძალისმიერი მეთოდებით დაუშვებელია. ყველა ქვეყნის მოსახლეობას აქვს უფლება, თავად განსაზღვროს მისი მომავალი, გააკეთოს არჩევანი დიქტატურასა და დემოკრატიას შორის და აირჩიოს მომავალი ოკუპაციის გარეშე. ამ პრინციპებზე დაყრდნობით, ჩვენ ევროპასთან გვქონდა შესანიშნავი ურთიერთობა, მჭიდრო თანამშრომლობა და საკუთარი მომავლის განსაზღვრის საშუალება მშვიდ გარემოში შეგვეძლო. ასე იყო, ვიდრე რუსეთის მთავრობამ არ გადაწყვიტა, დროში ემოგზაურა, არ უთხრა უარი 21-ე საუკუნის მშვიდობას და ძველი ეპოქისთვის დამახასიათებელი ტოტალიტარული იდეოლოგიით არ შემოიჭრა ჩვენ მიწაზე", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

შვედეთის სამეფოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, უკრაინის ლიდერმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა აქამდე დაეცემოდა, რომ არა უკრაინელი ხალხის მისწრაფება თავისუფლებისკენ, რაც რუსეთისთვის უცხოა.

მისი თქმით, რუსეთი უკრაინით არ დაკმაყოფილდება და ინტერვენციას ევროპის მიმართულებით გააგრძელებს.

„რუსეთს მიზანში აქვს ამოღებული გოტლანდიის კუნძულები, სადაც სამხედრო ბაზისა და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის განლაგებას გეგმავს. შემდეგ სამიზნედ კი შესაძლოა, ბალტიისპირეთის ქვეყნები აირჩიოს", - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა შვედეთს მხარდაჭერისთვის. მან აღნიშნა, რომ შვედეთი ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც უკრაინას მხარდაჭერა და დახმარება აღმოუჩინა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა