მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

საქმეზე „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ დაცვის მხარის გამარჯვების ჯერჯერობით არანაირი ნიშანწყალი არ არსებობს-ირაკლი შოთაძე

ნახვები: 428 საქმეზე „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ დაცვის მხარის გამარჯვების ჯერჯერობით არანაირი ნიშანწყალი არ არსებობს-ირაკლი შოთაძე

საქმეზე „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" სააკაშვილის დაცვის მხარის გამარჯვების ჯერჯერობით არანაირი ნიშანწყალი არ არსებობს, დაცვა თუ ამას გამარჯვებად მიიჩნევს, ძალიან საოცარია, - ამის შესახებ საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც გენერალური პროკურორი აღნიშნავს, ამ ეტაპზე სააკაშვილის დაცვის მხარის გამარჯვების ჯერჯერობით არანაირი ნიშანწყალი არ არსებობს.

„შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის სტრასბურგის სასამართლოს ხანგრძლივი სამართალწარმოების ერთ-ერთი ეტაპი. რაც შეეხება იმას, ეს გამარჯვებაა თუ დამარცხება, ამაზე საუბარი ნაადრევია. დაცვა თუ ამას გამარჯვებად მიიჩნევს, ძალიან საოცარია, ალბათ, ისინი გამარჯვებად მიიჩნევენ იმ ფაქტს, რომ სტრასბურგს ექვსი თვის ნაცვლად, თვენახევრის დაგვიანებით მიმართეს. პანდემიის გათვალისწინებით, სტრასბურგის სასამართლომ ეს საპატიოდ ჩათვალა და დასაშვებად ცნო სარჩელი. ალბათ, მათთვის ეს არის გამარჯვება, რომ ეს შეცდომა ეპატიათ, მეტი მათი გამარჯვების არანაირი ნიშანწყალი ჯერჯერობით არ არსებობს. პროცესი გრძელდება. წინ არის ამ პროცესის მნიშვნელოვანი ეტაპი, არსებითი განხილვა და სახელმწიფო ამ პროცესზე ძალიან სერიოზული მტკიცებულებებით და არგუმენტებით არის წარდგენილი", - განაცხადა შოთაძემ.

კითხვაზე, მიმდინარეობს თუ არა სააკაშვილის მიმართ პოლიტიკურ მართლმსაჯულება, გენერალური პროკურორი პასუხობს, რომ მისთვის გაუგებარია, რა პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე საუბრობენ.

„ბრალდებულ და მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ყველა უფლება არის დაცული, მათ შორის, დაცვის უფლებაც. ეს არის ფაქტი და ამ ფაქტს ვერავინ გაექცევა. რაც შეეხება, ე.წ. პოლიტიკურ მართლმსაჯულებას, საზოგადოებას შევახსენებ იმ საქმეებს, რომელზეც დღესდღეობით მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებული თუ ბრალდებულია. საუბარია სანდრო გირგვლიანის საქმეზე, ვალერი გელაშვილის თავდასხმაზე, 7 ნოემბრის მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევაზე, კერძო ტელევიზია „იმედში" შეჭრასა და დარბევაზე, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახისთვის ქონების წართმევაზე. საუბარია, მილიონობით ლარის არამიზნობრივ ხარჯვაზე. შესაბამისად, რა პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე ვსაუბრობთ, გაუგებარია. ყველასთვის ძალიან კარგად ცნობილია თითოეული ეს საქმე და ყველასთვის ძალიან კარგად ცნობილია თითოეული ეს საქმე და ყველასთვის ძალიან კარგად ცნობილია ამ საქმეებში მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობა, მისი როლი", - განაცხადა შოთაძემ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, საქმე „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" განხილვის არსებით ეტაპზე გადადის. მისივე თქმით, საქართველოს ამ საქმეში ძალიან მყარი არგუმენტები აქვს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა