ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

კარასინმა შეაქო საქართველო, არ გრცხვენიათ?-ოლეგ ნიკოლენკო

ნახვები: 494 კარასინმა შეაქო საქართველო, არ გრცხვენიათ?-ოლეგ ნიკოლენკო

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, ოლეგ ნიკოლენკო ტვიტერზე საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს გრიგორი გარასინის განცხადების გამო. ნიკოლენკო ინგლისურ და ქართულ ენებზე ავრცელებს ტვიტს, სადაც წერს: " თბილისი - იმის მერე, რაც რუსეთმა 2008 წლიდან გაგიკეთათ - არ გრცხვენიათ?"

"რუსეთის ფედერაციის საბჭოს კომიტეტის თავმჯდომარემ გრიგორი კარასინმა შეაქო საქართველო იმისთვის, რომ მან რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს მხარი არ დაუჭირა და "მადლობის გადახდა" დაჰპირდა. თბილისი - იმის მერე, რაც რუსეთმა 2008 წლიდან გაგიკეთათ - არ გრცხვენიათ?"

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, გრიგორი კარასინმა თქვა, რომ რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთისთვის დაკისრებულ სანქციებზე საქართველოს პოზიცია "გაწონასწორებული" იყო. მისივე თქმით, რუსეთში ეს ფაქტი "შეუმჩნეველი არ რჩება".

კარასინმა ეს განცხადება რუსეთში გააკეთა, სადაც გორჩაკოვის ფონდისა და პრიმაკოვის სახელობის ცენტრის ორგანიზებით მოსკოვში "ექსპერტების დონეზე" შეხვედრა გაიმართა და სადაც საქართველო-რუსეთის ურთიერთობები განიხილეს. სწორედ ამ შეხვედრას ესწრებოდა საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე და ფედერაციის საბჭოს სენატორი, გრიგორი კარასინი. შეხვედრაზე იყო დიმიტრი ლორთქიფანიძეც, რომელიც პრიმაკოვის ფონდს საქართველოში წარმოადგენს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა