ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა
ევროკომისია: 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე უარის თქმა საქართველოს კონსტიტუციურ პრიორიტეტებს ეწინააღმდეგება

ირაკლი კობახიძე - რა განცხადებაც უნდა გააკეთოს პრეზიდენტმა, ეს არის მისი პირადი აზრი

ნახვები: 470 ირაკლი კობახიძე - რა განცხადებაც უნდა გააკეთოს პრეზიდენტმა, ეს არის მისი პირადი აზრი

რა განცხადებაც უნდა გააკეთოს პრეზიდენტმა, ეს არის მისი პირადი აზრი და ამას არავითარი კავშირი არ აქვს არც სამთავრობო გუნდის, არც მმართველი გუნდის, არც საპარლამენტო უმრავლესობის პოლიტიკურ პოზიციასთან; შესაბამისად, ჩვენ ნებისმიერ ასეთ განცხადებას განვიხილავთ, როგორც მის სუბიექტურ პოზიციას – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „პოსტივის“ ეთერში.

კობახიძის თქმით, როდესაც პრეზიდენტი აკეთებს რაიმე განცხადებას, ეს ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება განხილული, როგორც ქვეყნის პოლიტიკური კურსი; ქვეყნის პოლიტიკურ კურსს განსაზღვრავენ პარლამენტი და მთავრობა და ეს კურსი გამოხატულია მხოლოდ და მხოლოდ პარლამენტის და მთავრობის განცხადებებში.

„ქვეყნის პოლიტიკურ კურსს განსაზღვრავენ პარლამენტი და მთავრობა და ეს კურსი გამოხატულია მხოლოდ და მხოლოდ პარლამენტის და მთავრობის განცხადებებში. მან პირდაპირაც აღნიშნა, როცა იყოს საპარლამენტო სხდომაზე, იცოდა რომ კონსტიტუციის წინააღმდეგ უნდა ემოქმედა, მაგრამ დაარქვა მის ვიზიტს პირადი ვიზიტი. როდესაც ასეთ წვრილმან მანიპულაციაზე მიდიხარ, იმისათვის რომ კონსტიტუცია თითქოს ლამაზად დაარღვიო, აქ ჩანს რომ მას განსაკუთრებული მოტივაცია ჰქონდა.

ეს არის საპარლამენტო რესპუბლიკა, საპარლამენტო რესპუბლიკაში ყველამ იცის, რომ პოლიტიკას ახორციელებს მთავრობა, განსაზღვრავს მიმართულებებს პარლამენტი, ახორციელებს მთავრობა და პრეზიდენტი არ არის ამის მონაწილე ანუ, არც ახორციელებს პოლიტიკას, არც განსაზღვრავს, მას აქვს არსებითად სიმბოლური კომპეტენციები მინიჭებული. ესტონეთი, გერმანია, ირლანდია, ყველა საპარლამენტო რესპუბლიკაა და ყველამ იცის, რომ ანგელა მერკელი განსაზღვრავდა, ახლა უკვე ოლაფ შოლცი და არა გერმანიის პრეზიდენტი. იგივეა ესტონეთში, ირლანდიაში, ავსტრიაში და ა.შ. პრეზიდენტი არ არის პოლიტიკის განმახორციელებელი და ის არ მართავს ქვეყანას. შესაბამისად, ეს არის საპარლამენტო რესპუბლიკა და ამ საპარლამენტო რესპუბლიკაში, მთავრობა იღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, მთავრობა განსაზღვრავს პოლიტიკას პარლამენტთან ერთად ანუ, პარლამენტი და მთავრობა განსაზღვრავენ და ახორციელებენ პოლიტიკას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა