ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

რუსეთს სანქციები მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტისა და ჯარების გაყვანის მერე შეიძლება მოეხსნას-ტრასი

ნახვები: 491 რუსეთს სანქციები მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტისა და ჯარების გაყვანის მერე შეიძლება მოეხსნას-ტრასი

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანი ლიზ ტრასი აცხადებს, რომ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები "ცეცხლის სრულად შეწყვეტისა და უკრაინიდან ჯარების გაყვანის შემთხვევაში" შეიძლება მოიხსნას. ამის შესახებ ტრასმა გამოცემა Telegraph-თან ინტერვიუში ისაუბრა.

ლიზ ტრასის თქმით, რუსული ბანკების, კომპანიებისა და ოლიგარქებისთვის დაწესებული სანქციები ძლიერი ბერკეტია, რომელიც დასავლეთს 2014 წელს არ გამოუყენებია. სანქციების მოხსნისთვის კი, ტრასის თქმით, საჭიროა გარანტიები პუტინისგან, რომ მომავალში სამხედრო აგრესიისგან თავს შეიკავებს. წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთს მყისიერად და განმეორებითად დაუწესდება სანქციები.

„მეტი უნდა გაგვეკეთებინა 2014-ში პუტინის შესაჩერებლად. და ახლა ამ სიტუაციის წინაშე იმიტომ ვართ, რომ არა მხოლოდ ბრიტანეთმა, მთელმა ევროპამ და მთელმა თავისუფალმა სამყარომ არ გააკეტა საკმარისი პუტინის შესაჩერებლად.

ჩვენ ვიცით, რომ რუსეთმა მრავალ შეთანხმებას მოაწერა ხელი, რომლებსაც უბრალოდ არ იცავს. ამიტომ საჭიროა უფრო ძლიერი ბერკეტები. რა თქმა უნდა, სანქციები მძიმე ბერკეტია.

ეს სანქციები მხოლოდ ცეცხლის სრულ შეწყვეტასა და ჯარების გაყვანასთან ერთად უნდა მოიხსნას, ასევე იმ ვალდებულების აღების შემთხვევაში რომ აღარ იქნება დამატებით აგრესია მომავალში. ესაა ნამდვილი ბერკეტი რომლის გამოყენებაც ვფიქრობ შესაძლებელია. ეს 2014 წელს არ გამოგვიყენებია", - განაცხადა ლიზ ტრასმა.

გამოცემა Telegraph-თან ინტერვიუში ლიზ ტრასმა ასევე განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა ოფისმა შექმნა სპეციალური "მოლაპარაკებების ორგანო" მომავალში სამშვიდობო მოლაპარაკეებში დახმარებისთვის.

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ აშშ-ის საგარეო მდივანმა, ენტონი ბლინკენმაც განაცხადა, რომ რუსეთზე ამერიკის დაწესებული სანქციები არაა მუდმივი და შესაძლოა, იმ შემთხვევაში მოიხსნას, თუ მოსკოვი მოქმედებებს შეცვლის.

ბლინკენის თქმით, იმისთვის რომ სანქციები გაუქმდეს, რუსეთმა უნდა გაიყვანოს ჯარები და ეს უნდა იყოს „არსებითი და შეუქცევადი, რათა რუსეთმა ზუსტად იგივე 1, 2 ან 3 წელში არ გაიმეოროს".

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა