დავით ბუხრიკიძე/ David Bukhrikidze
თანამედროვე ქართველ მხატვართა შორის, ალბათ, იშვიათად მოიძებნება ისეთი, ვისაც სიცოცხლეში ლევან სონღულაშვილის მსგავსი აღიარება ხვდა წილად. 28 წლის ფერმწერი, გრაფიკოსი და ვიზუალური ხელოვნების არტისტი ამჟამად ნიუ-იორკში ცხოვრობს. მინიჭებული აქვს ნიუ-იორკის ხელოვნების აკადემიის მაგისტრის ხარისხი და აქტიურადაა ჩართული საერთაშორისო პროექტებსა და სახელოვნებო პროცესში ამერიკასა და ევროპაში.
მისი ნამუშევრების შესახებ რეცენზიები გამოქვეყნდა „ნიუ-იორკ ტაიმსში", „გარდიანში", „შპიგელში" და სხვა პრესტიჟულ საერთაშორისო გამოცემებში. მიღებული აქვს მრავალი პრიზი, მათ შორის, ნიუ-იორკის შტატის ასამბლეის სპეციალური ჯილდო ხელოვნებაში შეტანილი წვლილისთვის.
ლევანი 6 წლიდან ხატავდა ფიგურატიულ კომპოზიციებს, ბიბლიურ და მითოლოგიურ სცენებს, პორტრეტებს. 9 წლის ასაკში დამოუკიდებლად ართმევდა თავს ურთულეს სამხატვრო ამოცანებს, რაზეც სამხატვრო აკადემიის სტუდენტები მუშაობდნენ. აქტიურად მონაწილეობდა უამრავ ჯგუფურ, საერთაშორისო და საქალაქთაშორისო გამოფენაში. მიღებული აქვს არაერთი პრიზი და ჯილდო.
2014 წელს, თბილისის სამხატვრო აკადემიის ბრწყინვალედ დასრულების შემდეგ, ლევან სონღულაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა, სადაც ენდი უორჰოლის მიერ დაარსებული, ნიუ-იორკის პრესტიჟული სამხატვრო აკადემიის სამაგისტრო კურსის პირველი ქართველი სტუდენტი გახდა! მან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ყველაზე მაღალი გრანტი მიიღო; ამასთანავე, ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიის კომისიის სასტიპენდიო ჯილდოც მოიპოვა.
მხატვრის პირველი დიდი აღიარება მაინც 2015 წლის 15 ოქტომბერს ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიისა და „სოთბის" სააუქციონო სახლის ერთობლივად ორგანიზებულ გამოფენა-აუქციონზე წარმოდგენილ ნამუშევარს - „მედუზას" უკავშირდება, რომელიც თანამედროვეობის ცნობილ მხატვრებთან და არტისტების ნახატებთან ერთად, ნიუ-იორკის „სოთბის" სააუქციონო სახლში გამოიფინა და გაიყიდა.
„მედუზა"კონცეპტუალური ნაწარმოებია, რომელიც შერეული ტექნიკითაა შესრულებული ტილოზე. მხატვარმა ის 22 წლის ასაკში თბილისში შექმნა. ამჟამად „მედუზა" ნიუ-იორკში, ერთ-ერთი ამერიკელი კოლექციონერის პირადი საკუთრებაა. 2016 წლის შემოდგომაზე ლევან სონღულაშვილის კიდევ ერთი ნამუშევარი, სახელწოდებით „მონაზონი", ასევე, წარმოადგინეს ნიუ-იორკის „სოთბის" აუქციონზე (Take Home a Nude 2016). ამავე წლის ნოემბერს კი მხატვრის ნამუშევრები ბრუკლინის მუზეუმში გამოიფინა.
ლევან სონღულაშვილი პირველი ქართველი ხელოვანია, რომლის ნახატებმაც მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი, ბრუკლინის მუზეუმის მუდმივ კოლექციაში, ენდი უორჰოლის, პაბლო პიკასოს, ანრი მატისის, ეგონ შილესა თუ მაქს ბეკმანის ნამუშევრებთან ერთად, დაიდო ბინა. ლევანი, ასევე, პირველი ქართველი არტისტია, რომელიც ArtistADay-ის მსოფლიო ხელოვანთა რეიტინგშიც მოხვდა და ნიუ-იორკის ხელოვანთა ტოპათეულში დაასახელეს. ორი წლის წინათ კი ჯეფ კუნსისგან მიიღო თანამშრომლობის შეთავაზება მანჰეტენის კომპანიაში...
2018 წლის მარტში ბერლინში მიიწვიეს, სადაც მისი ნამუშევრების ექსპოზიცია მოეწყო. მოგვიანებით მხატვრის ნამუშევრები შვეიცარიაში, ჟენევაში გამოიფინა. წარმატებული იყო 2018 წელს მისი გამოფენა ლონდონის გლობალურ არტ-ფეარზეც, ასევე, სააჩის გალერეაში, სადაც ბელგიურმა კრიტიკამ ლევან სონღულაშვილი „აღმოჩენად" დაასახელა.
სონღულაშვილის ნახატები ბრიტანელი კონცეპტუალისტი არტისტის, ჯერემი დელერისა და ამერიკელი როკლეგენდის, „პანკის ნათლიის" - იგი პოპის ფავორიტი გახდა. 2016 წელს სწორედ იგი პოპი პოზირებდა ქართველი ხელოვანის ნამუშევრის წინ, რომელსაც მსოფლიო მედიის გამოხმაურება მოჰყვა.
ახალგაზრდა ხელოვანის ნამუშევრები დიდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მის ყოველ გამოფენას საზოგადოების განსაკუთრებული მოლოდინი და დიდი ვნებათაღელვა ახლავს. ლევან სონღულაშვილის ხელოვნებას მრავალი არტ-კრიტიკოსი აფასებს, როგორც „უნიკალურსა და ექსტრაორდინარულს".
2018 წლის აპრილში გალერეა „ერთი", TBC სტატუსის მხარდაჭერით, ქართველი მხატვრის პერსონალურ გამოფენას მასპინძლობდა. ექსპოზიცია, სახელწოდებით „სტიქსი", მულტიმედიურია. მასში გაერთიანებული იყო როგორც ფერწერული ნამუშევრები, ისე ვიდეო, სკულპტურა და ინსტალაცია. გამოფენა სამი ნაწილისგან შედგებოდა: პირველ სივრცეში დამთვალიერებელს შეეძლო, ლევან სონღულაშვილის ფერწერულ ნამუშევრებს გასცნობოდა და, ასევე, მის მიერ შექმნილ ვიდეოს; მეორე სივრცე სკულპტურასა და ვიდეოს ეკავა, ხოლო მესამე ნაწილი მოიცავდა ინსტალაციას, სახელწოდებით „სტიქსი".
------
Apparently, it would be difficult to find someone among contemporary Georgian painters, who enjoys recognition like Levan Songulashvili in their lifetime. Painter, graphic artist and visual artist, aged 28, currently lived in New York, has the degree of the Master of New York Academy of Art and is actively involved in international projects and art processes in America and Europe.
Reviews on his works were published in "The New York Times", "The Guardian", "Der Spiegel" and other prestigious international publications. He has been awarded many prizes, including special award of the New York State Assembly for his contribution to art.
Levan was painting figurative compositions, Biblical and mythological scenes, portraits since he was 6. At the age of 9 he independently coped with extremely difficult artistic tasks, which the students of the Academy of Arts work on. He actively participated in numerous group, international and inter-city exhibitions, and got many prizes and awards.
In 2014, after graduation from Tbilisi State Academy of Arts with outstanding success, Levan Songulashvili went to the United States, where he became the first Georgian student of Masters studies of prestigious New York Academy of Art, founded by Andy Warhol! He earned the highest grant of the Ministry of Education and Science; besides, he won the scholarship of the Commission of New York Academy of Art.
Still, the first significant recognition is related to his piece of work - the "Jellyfish", presented at exhibition-auction organized jointly by New York Academy of Art and Sotheby's Auction House on October 15, 2015. This painting was exhibited and sold in Sotheby's Auction House together with the pictures of famous contemporary painters and artists.
The "Jellyfish" is a conceptual composition, performed on canvas using mixed techniques. The artist created it at the age of 22 in Tbilisi. Presently the "Jellyfish" is a private property of one of the American collectors in New York. In the autumn of 2016 Levan Songulashvili's another piece of work "The Nun" was also presented on New York Sotheby's Auction (Take Home a Nude 2016). In November of the same year the artist's paintings were exhibited in Brooklyn Museum.
Levan Songulashvili is the first Georgian artist, whose paintings settled in permanent collection of Brooklyn Museum together with the works of Andy Warhol, Pablo Picasso, Henri Matisse, Egon Schiele and Max Beckmann. Besides, Levan is the first Georgian artist, who is enlisted in the rating of the World Artists of ArtistADay and was nominated among top ten artists of New York. And two years ago he received an invitation from Jeff Koons for cooperation in Manhattan Company...
In March, 2018 he was invited in Berlin, where his paintings were exhibited. Later the artist exhibited his paintings in Geneva, Switzerland. His exhibition at London's Global Art Fair in 2018 also was a success, as well as at Saatchi Gallery, where Belgian critics called Levan Songulashvili the "discovery".
Songulashvili's paintings became the favorites of British conceptualist artist, Jeremy Deller and American rock legend, "Godfather of Punk" - Iggy Pop. It was Pop who was posing in front of the painting of Georgian artist in 2016; it resulted in the world media response.
The paintings of the young artist are very popular in many countries of the world. Each of his exhibitions is accompanied with special expectations and high passions. Many critics assess Levan Songulashvili's art as "unique and extraordinary".
In April, 2018, with the support of TBC Status, Gallery "Erty" hosted personal exhibition of the Georgian artist. The exposition called "Styx" is a multi-media based. It unified paintings as well as video, sculpture and installation. The exhibition consisted of three parts: in the first space, the visitor could get familiarized with Levan Songulashvili's paintings and see the video, created by him; the second space was occupied by sculpture and video, and the third part included installation named "Styx".