მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ რუსული სამხედრო აგრესიის სიმბოლიკის კრიმინალიზაციაზე-ხატია დეკანოიძე

ნახვები: 438 ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ რუსული სამხედრო აგრესიის სიმბოლიკის კრიმინალიზაციაზე-ხატია დეკანოიძე

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე პარლამენტის სხდომაზე რუსული სამხედრო სიმბოლიკის - „Z"-ის კრიმინალიზაციის ინიციატივით გამოვიდა. პარლამენტის სხდომაზე დეპუტატმა კოლეგებს მიმართა.

„უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დღეს ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა და უკრაინის მეგობარ ქვეყნებს მოუწოდა, რომ მოხდეს ე.წ. რუსული სამხედრო აგრესიის სიმბოლიკის „Z"-ის კრიმინალიზაცია. ეს სიმბოლიკა აჩვენებს ძალიან მძიმე დანაშაულს, რომელსაც სჩადის რუსეთი და ეს დანაშაული ხდება მარიუპოლში, ხარკოვში, ბუჩაში, ჰოსტომელში და ეს დანაშაული ეხება უკრაინის ყველა მცხოვრებს.

ყველაფერს აქვს თავისი განზომილება, ჩვენი, როგორც პოლიტიკოსების, ერთობლივი, პასუხისმგებლობაა, რომ შინაგანად გავიაზროთ რამდენად მძიმე მდგომარეობაშია ჩვენი მეგობარი უკრაინა. პარლამენტს აქვს ეს განზომილება, რომ ჩვენ ეს სოლიდარობა, უნდა ვაჩვენოთ. ის ადამიანები არიან რუსეთის მხრიდან ოკუპაციის ქვეშ, იხოცებიან ბავშვები, ქალები და ჩვენ შეგვიძლია სოლიდარობის ნიშნად გამოვხატოთ მსგავსი აქტი", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა