მარტა კოსი: ევროკავშირში არ არსებობს საკმარისი მხარდაჭერა ივანიშვილის, კობახიძისა და პაპუაშვილის სანქცირებისთვის
ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა

უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიებზე რეფერენდუმის ჩატარება მხოლოდ ქვეყნიდან რუსეთის ჯარების გაყვანის შემდეგ არის შესაძლებელი-პოდოლიაკი

ნახვები: 461 უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიებზე რეფერენდუმის ჩატარება მხოლოდ ქვეყნიდან რუსეთის ჯარების გაყვანის შემდეგ არის შესაძლებელი-პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი აცხადებს, რომ უკრაინის უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიებზე რეფერენდუმის ჩატარება მხოლოდ ქვეყნიდან რუსეთის ჯარების გაყვანის შემდეგ არის შესაძლებელი. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ პოდოლიაკმა ბრიფინგზე რუსეთთან გამართული მოლაპარაკებების ბოლო რაუნდის შესახებ საუბრისას განაცხადა.

„ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ პრაგმატიკაზე გადავედით, ეს საკვანძოა", - განაცხადა პოდოლიაკმა და აღნიშნა, რომ უკრაინას უნდა ჰყავდეს მოაკავშირეები, რომლებიც მის გვერდით იდგებიან, როდესაც ქვეყანას დახმარება დასჭირდება.

„თუ ჩვენ ხელს მოვაწერთ საერთაშორისო მრავალმხრივ შეთანხმებას უსაფრთხოების გარანტიებზე, მაშინ უკრაინას საბოლოოდ ეყოლება არა მხოლოდ საკუთარი არმია, რომელიც დღეს ძალიან ძლიერად იბრძვის, არამედ ასევე ექნება უსაფრთხოების დამატებითი კონტური მოკავშირე ქვეყნების ხარჯზე, რომლებიც გვერდით იდგებიან. ესენი არიან ის ქვეყნები, რომლებსაც ჩვენ ვთავაზობთ, გახდნენ გარანტორები, ყველა ქვეყანა, რომელსაც აქვს ძლიერი არმია, მათ შორის ბირთვული კომპონენტით", - განაცხადა პოდოლიაკმა.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენლის თქმით, მას საკმაოდ ოპტიმისტური შთაბეჭდილებები აქვს სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით. ამასთან, როგორც პოდოლიაკმა აღნიშნა, თუ მოლაპარაკებების პირველი რაუნდების დროს რუსეთის პოზიცია ულტიმატუმის სახით იყო წარმოდგენილი, რადგან რუსულ მხარეს მიაჩნდა, რომ მათ ძლიერი არმია ჰყავთ, დღეს „უკრაინას აქვს მკაფიო კონკრეტული კონსტრუქცია, რომელსაც უკრაინის მომლაპარაკებელ ჯგუფს უკრაინის არმიამ შეუქმნა".

„ჩვენ თავს კომფორტულად ვგრძნობთ. რუსეთის ფედერაციის ყველა ულტიმატუმი ჩვენ თანდათან გვერდით გადავდეთ. ეს უკვე თავად რუსეთმა გააკეთა, რადგან ესმის, რომ უკრაინასთან ცოტა სხვანაირად არის საჭირო ურთიერთობა", - აღნიშნა პოდოლიაკმა და დასძინა, რომ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხი ხელშეუხებელია.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა რეფერენდუმის ჩატარების პირობები დაასახელა.

„პროცედურა შემდგომი იქნება: რეფერენდუმი უკრაინაში, შემდგომ მისი რატიფიცირება გარანტორი ქვეყნების პარლამენტებისა და უკრაინის უმაღლესი რადას მიერ. უპირობოდ, რეფერენდუმი დღეს არ ჩატარდება, რადგან დღეს ჩვენ საომარი მდგომარეობა გვაქვს, ანუ ომი მიდის. ჩვენ რეფერენდუმის პროცედურას დავიწყებთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც რუსეთის ჯარები დატოვებენ ჩვენს ტერიტორიას. ანუ დაბრუნდებიან საზღვრებთან, უკიდურეს შემთხვევაში, როგორც პრეზიდენტი ამბობს, 2022 წლის 23 თებერვლის პოზიციებზე", - განაცხადა მიხაილ პოდოლიაკმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა