მარტა კოსი: ევროკავშირში არ არსებობს საკმარისი მხარდაჭერა ივანიშვილის, კობახიძისა და პაპუაშვილის სანქცირებისთვის
ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა

ელჩის გაწვევის გარჩევა რომ დავიწყეთ, ეს იყო „ქართული ოცნების“ შეცდომა-იაგო ხვიჩია

ნახვები: 458 ელჩის გაწვევის გარჩევა რომ დავიწყეთ, ეს იყო „ქართული ოცნების“ შეცდომა-იაგო ხვიჩია

საქართველოში უკრაინის ელჩს რა უნდა ექნა, რომ „ქართული ოცნება" სხვანაირად მოქცეულიყო? მაინც მგონია, რომ საქართველო ამას შეიძლება მაინც არ იმსახურებდეს, მაგრამ ელჩის გაწვევის გარჩევა რომ დავიწყეთ, ეს იყო „ქართული ოცნების" შეცდომა, - ამის შესახებ „გირჩის" წევრმა, იაგო ხვიჩიამ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ საქართველოდან ელჩის გაწვევის ხელმოწერაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველომ რეზოლუციებს რომ მხარი დაუჭირა, ეს დასაფასებელია.

„გუშინ, უკრაინის პრეზიდენტმა უკრაინის სახელმწიფოს პოზიცია ჩამოაყალიბა, რომ ქვეყნები რომლებიც არაფერში ეხმარებიან, სანქციებსაც არ უჭერენ მხარს და არც სხვა პროცესებში შედიან, მისთვის არ წარმოადგენენ საინტერესო მეგობრებს, რადგან უკრაინას ამაზე მეტი რა უნდა გაუჭირდეს - მისი არსებობის ეგზისტენციალური საკითხი დგება და როცა ამ დროს გულგრილი ხარ და არც ერთ მითითებას არ ითვალისწინებს, რაც ახლა რუსეთთან ბრძოლის ფარგლებში არსებობს, ასეთ ქვეყანაში ელჩებმა სხვა სამსახური უნდა იპოვონ. საქართველოში უკრაინის ელჩს რა უნდა ექნა, რომ „ქართული ოცნება" სხვანაირად მოქცეულიყო? მაინც მგონია, რომ საქართველო ამას შეიძლება მაინც არ იმსახურებდეს, მაგრამ ელჩის გაწვევის გარჩევა რომ დავიწყეთ, რამდენად სწორად გაითხოვა ზელენსკიმ, იმის ნაცვლად, რომ შენიშვნები გაგვეზიარებინა, რომელიც ბრძოლაში მყოფი პრეზიდენტის მიერ იყო ნათქვამი, ეს იყო „ქართული ოცნების" შეცდომა. ჩვენც მსგავს სიტუაციაში ვართ და ჩვენთან ასეთი ტონით ლაპარაკის მორალური უფლება აქვს, რადგან ჩვენც მისი დახმარება გვჭირდება და დიდი ხანია ერთად მივდივართ ამ გზაზე. საქართველომ რეზოლუციებს რომ მხარი დაუჭირა, ეს დასაფასებელია", - განაცხადა ხვიჩიამ.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ საქართველოდან და მაროკოდან ელჩების გაწვევას ხელი მოაწერა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა