მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

ლავროვმა თალიბანის მთავრობის პირველ დიპლომატს რუსეთში აკრედიტაცია მისცა

ნახვები: 439 ლავროვმა თალიბანის მთავრობის პირველ დიპლომატს რუსეთში აკრედიტაცია მისცა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თალიბანის მთავრობის პირველ დიპლომატს რუსეთში აკრედიტაცია მისცა. ამის შესახებ ლავროვმა ჩინეთში განაცხადა, სადაც ავღანეთის მეზობელი ქვეყნების ფორმატში სესია მიმდინარეობდა.

"გასულ თვეში მოსკოვში ჩამოსულმა პირველმა ავღანელმა დიპლომატმა, რომელიც ახალმა მთავრობამ გამოაგზავნა, ჩვენს სამინისტროში აკრედიტაცია მიიღო", - თქვა ლავროვმა.

როგორც მან განაცხადა, ავღანეთის ახალი ადმინისტრაცია ახერხებს, სახელმწიფო "ზედაპირზე შეინარჩუნონ". ამასთან, ლავროვმა განაცხადა, რომ ქაბულში მთავრობის აღიარების ერთ-ერთი მთავარი წინაღობა მისი არასაკმარისი "რეპრეზენტატულობაა".

ლავროვის აზრით, ახალი ხელისუფლება უნდა წარმოადგენდეს არა მხოლოდ ქვეყნის სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებს, ეროვნულ და კონფესიურ უმცირესობებს, არამედ პოლიტიკურ ძალებსაც.

ტერორისტულმა ორგანიზაცია თალიბანმა ავღანეთზე კონტროლი გასული წლის 15 აგვისტოს აღიდგინა მას შემდეგ, რაც დედაქალაქში შევიდა. მათ ავღანეთის პრეზიდენტის სასახლე დაიკავეს. ლეგიტიმური ხელისუფლება მათ უბრძოლველად დანებდა და ძალაუფლება გადააბარა.

თალიბებმა ტერიტორიების დაკავება მას შემდეგ დაიწყეს, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გაყვანის შესახებ განაცხადა. პირველ მაისს ოფიციალურმა ვაშინგტონმა ავღანეთიდან ჯარის გაყვანა ოფიციალურად დაიწყო.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა