მარტა კოსი: ევროკავშირში არ არსებობს საკმარისი მხარდაჭერა ივანიშვილის, კობახიძისა და პაპუაშვილის სანქცირებისთვის
ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა

პუტინმა „არამეგობრულ ქვეყნებთან“ გაზით ვაჭრობის წესების შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა

ნახვები: 463 პუტინმა „არამეგობრულ ქვეყნებთან“ გაზით ვაჭრობის წესების შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა „არამეგობრულ ქვეყნებთან" გაზით ვაჭრობის წესების შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა.

რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ პუტინმა საავიაციო სფეროში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით თათბირის გახსნისას განაცხადა.

პუტინის განკარგულებით, რუსეთისგან გაზის შესაძენად აღნიშნულმა ქვეყნებმა რუსულ ბანკებში ანგარიშები უნდა გახსნან. ახალი წესები პირველი აპრილიდან ამოქმედდება.

„ამგვარი ქვეყნებიდან კონტრაგენტებს ვთავაზობთ გასაგებ და გამჭვირვალე სქემას. რუსული ბუნებრივი აირის შესაძენად, მათ უნდა გახსნან რუბლის ანგარიშები რუსულ ბანკებში. სწორედ ამ ანგარიშებიდან მოხდება ხვალიდან, მიმდინარე წლის პირველი აპრილიდან მიწოდებული გაზის საფასურის გადახდა", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თუ გაზის საფასურის გადახდა ახალი წესების შესაბამისად არ მოხდება, რუსული მხარე ამას ვალდებულებების შეუსრულებლობად ჩათვლის, რასაც შესაბამისი შედეგები მოჰყვება.

„ჩვენ არავინ არაფერს უფასოდ არ გვაძლევს, ჩვენც არ ვაპირებთ, ქველმოქმედებით დავკავდეთ. ანუ, მოქმედი კონტრაქტები შეჩერდება", - განაცხადა პუტინმა.

მანამდე, რუსეთის პრეზიდენტმა „გაზპრომს", ცენტრალურ ბანკსა და მთავრობას დაავალა, 31 მარტამდე გაუწიონ ორგანიზება „არამეგობრული ქვეყნებისთვის" გაზის მიწოდების სანაცვლოდ ანგარიშსწორების რუბლებში გადაყვანას. რუბლებში გაზის საფასურის გადახდაზე უარი განაცხადეს „დიდ შვიდეულში".

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა