მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

სალომე ზურაბიშვილი - ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალს რუსეთი იყენებს სამხედრო ბაზებად, მან არც ერთი დაპირება არ შეასრულა

ნახვები: 439 სალომე ზურაბიშვილი - ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალს რუსეთი იყენებს სამხედრო ბაზებად, მან არც ერთი დაპირება არ შეასრულა

აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებს რუსეთი იყენებს სამხედრო ბაზებად, მან ცხადია, არც ერთი დაპირება არ შეასრულა, მათ შორის კულტურული დამოუკიდებლობის კუთხით, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „სიენენთან“ ინტერვიუში ჟურნალისტის კითხვაზე განაცხადა, შეასრულა თუ არა რუსეთმა დანაპირები და ცხოვრობს თუ არა უკეთესად ხალხი ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

„მე ვარ დღეს ერთადერთი თანამდებობის პირი, ვინც კონსტიტუციით იცავს აფხაზურ ენას, რადგან კანონით ეს აფხაზეთის რეგიონის ენაა. ასევე, რუსეთმა არ დაიცვა ეკონომიკური დამოუკიდებლობა. ჩემი აზრით, ამ ოკუპირებული რეგიონების მომავალიც, ისევე როგორც მთელი საქართველოსი, არის ევროპაში“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.

„სიენენის“ ჟურნალისტის კითხვაზე, „ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების მისწრაფებისა და ამ ორგანიზაციებში რეალურად გაწევრიანების გამო, პუტინი კიდევ ერთხელ ხომ არ ესტუმრება საქართველოს“, ზურაბიშვილმა განაცხადა – „ჩვენ არა მხოლოდ განაცხადი გავაკეთეთ ევროკავშირის წევრობაზე, არამედ ჩვენ ეს მიზანი ჩაწერილი გვაქვს კონსტიტუციაში. საინტერესოა, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, რაც სავარაუდოდ ისახავდა მიზნად, საქართველოს უარი ეთქვა ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გეზზე, ეს კურსი პირიქით გაძლიერდა. ჩვენ მივიღეთ ვიზალიბერალიზაცია, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და ასოცირების შეთანხმება. ეს გაგრძელდება. რაც უფრო მეტი იქნება ზეწოლა, მით უფრო ცხადი გახდება, რომ ევროპული პერსპექტივა არის ერათადერთი გზა საქართველოსთვის, უკრაინისთვის და რუსეთის ყველა მეზობლისთვის. რუსეთი ამას კარგად ვერ აცნობიერებს“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა