მსოფლიო პოლიტიკაში, პრაქტიკულად, ტექტონიკური ძვრა გამოიწვია აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებამ: „პუტინი მკლელია!" ტელეკომპანიის ABჩ-ის კორესპონდენტმა პრეზიდენტ ბაიდენს ჰკითხა: „თვლით თუ არა პუტინს მკვლელად?" პრეზიდენტმა დაუყოვნებლივ, ჯერ თავის დაქნევით, შემდეგ კი ვერბალურად უპასუხა: „დიახ, ასე ვთვლი!" პრეზიდენტი ბაიდენი გულისხმობდა ნავალნის, სკრიპალებს და ა.შ. და ა.შ. საქმეებს. გარდა ამისა, ბაიდენმა 2016 წლის აშშ-ის საარჩევნო კამპანიაში ჩარევისთვის რუსეთის წინააღმდეგ სანქციებიც დააანონსა. ამ ფაქტზე, რომელიც ქართველი პოლიტიკოსებისა და ექსპერტების უმეტესობის ყურადღების მიღმა დარჩა, ჩNეწს-ს ისტორიკოსი და ჟურნალისტი დათო გამცემლიძე ესაუბრა.
- როგორ შეაფასებდით ვითარებას, როდესაც პრეზიდენტ ბაიდენის მიერ ნათქვამმა ორმა სიტყვამ შესაძლოა, მსოფლიო პოლიტიკაში უდიდესი რყვები გამოიწვიოს?
- არასოდეს, მოსკოვისა და ვაშინგტონის ურთიერთობის, დაახლოებით, 200 წლის მანძილზე, ასეთი რამ არ მომხდარა: რუზველტს, ტრუმენს და ეიზენჰაუერს ერთხელაც არ უწოდებიათ სტალინისთვის „მკვლელი". რამდენად იმსახურებდა სტალინი ამ „თიკუნს", თავად განსაჯეთ.
ერთხელაც არ უწოდებიათ იმავე ეიზენჰაუერს, კენედის, ჯონსონს მკვლელი ხრუშჩოვისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ხელები იდაყვებამდე ჰქონდა სისხლში; ბრეჟნევზე ლაპარაკიც ხომ ზედმეტია.
- თუმცა, გვახსოვს რეიგანის საკმაოდ მძიმე ფრაზა არა პერსონის, არამედ, საბჭოთა კავშირის მიმართ...
- დიახ, პრეზიდენტმა რეიგანმა КГБ-ს ყოფილი შეფის, იური ანდროპოვის გენმდივნობის დროს თქვა ეპოქალური ფრაზა: „ის და მისი რეჟიმი ბოროტების იმპერია, მტერია, რომელიც ხელს უშლის კაცობრიობას, მისწვდეს ვარსკვლავებ," ოღონდ მკვლელი არც მას უწოდებია ანდროპოვისათვის. საერთოდ, Pერსონალ დასავლური სტილი იშვიათადაა - აი, როცა ომისთვის ემზადებიან, მხოლოდ მაშინ.
- ფრაზა - „პუტინი მკვლელია", ომის წინაპირობაა?
- დააკვირდით მოვლენების განვითარებას: როგორც კი ბაიდენის პასუხმა: „Yეს I დო" დაიქუხა მსოფლიო ეთერში, მოსკოვმა დაუყოვნებლივ გამოიძახა ელჩი ვაშინგტონიდან „კონსულტაციებისათვის".
ოღონდ აქ არის ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი: თბილისელი სეროჟა ლავროვის -ასეთი რამ მაგას არასდროს ეშლება, უწყების განცხადებაში გამოყენებულია ტერმინი Пригласить посла для косультаций და არა отозвать посла для консультаций.
- ანუ, ეს რას ნიშნავს, უკეთესად რომ ახსნა...
- ლავროვი და მისი „ხაზეინი", ანუ პუტინი, ახლა აკვირდებიან, რა რეალურ ნაბიჯებს გადადგამს ბაიდენი: შემოიფარგლება შეურაცხყოფით თუ მართლა შემოიღებს არაფეიკურ სანქციებს.
- და პუტინი გადაყლაპავს ამ, როგორც შენ თქვი, შეურაცხყოფას?
- პუტინს სულ არ ანაღვლებს, რას იტყვის მასზე ბაიდენი! მუდამ უპასუხებს ამ სტილში - „სამ დურაკ". მას მხოლოდ საკუთარი მოსახლეობის აღფრთოვანებული კვერდაკვრა აინტერესებს.
პიტინს აშკარად აქვს იმედი, ბაიდენი მხოლოდ ამ ვერბალური შეტევით შემოიფარგლება იმის საკომპენსაციოდ, რომ 2016 წელს, მოსკოვი უპრეცედენტოდ ჩაერია აშშ-ის არჩევნებში და ამით ხელჰყო წმიდათა-წმიდა: ამერიკული დემოკრატია.
- აი, ეს „წმინდათა-წმინდა" საქართველოში საერთოდ არ ესმით. ეს არც რუსეთში ესმით...
- „წმიდათა-წმიდა ამერიკული დემოკრატია," - ეს ამერიკელთა იდენტობის საფუძველია. რომ შევადარო, ამერიკელებისათვის დემოკრატია ისევე წმიდაა, როგორც რუსებისათვის - იმპერია.
- რას უნდა ველოდოთ, თუნდაც სანქციების მიმართულებით?
- აშშ-ის მხრიდან ბუტაფორიული სანქციები იქნება, თუ ვაშინგტონი შემოიფარგლება იმგვარი გადაწყვეტილებით, როგორიც იყო, მაგალითად, ГРУ-ს ხელმძღვანელის ანგარიშების დაყადაღება, რომელიც მას, რა თქმა უნდა, არა აქვს ამერიკულ ბანკებში და ГРУ-ს ხელმძღვანელისთვის ვიზის გაცემის აკრძალვა, ოღონდ არა - მისი ოჯახის წევრებისათვის, ან მაგალითად ის, რომ მოსკოვს აუკრძალონ იმ ქიმიურ ტექნოლოგიებზე წვდომა, რაც ორმაგი დანიშნულებისაა და შეიძლება იყოს გამოყენებული ქიმიური იარაღის დასამზადებლად.
სინამდვილეში, ეს მოკოვისთვის პრობლემას არ ქმნის: ამგვარი ტექნოლოგიები ბევრ ევროპულ და აზიურ ქვეყანაშიც არსებობს: დღეს არც რეიგანის ეპოქაა და არც - ეიზენჰაუერისა. მსოფლიო განვითარდა, განსაკუთრებით სწრაფად განვითარდა აზია. და ეს არ უნდა დაგვავიწყდეს.
- ანუ, ბაიდენი რეალურად ვერაფერს გააკეთებს?
- ასე არ არის. ზემოთთქმული იმას არ ნიშნავს, რომ თითქოს ბაიდენს ინსტრუმენტები არა აქვს, რითაც ნამდვილად შეუძლია, უდიდესი ზიანი მიაყენოს პუტინს. ვიმეორებ - თუ გაბედავს, მათ გამოყენებას.
- რას გულისხმობს, რა ინსტრუმენტებზეა საუბარი?
- ეს ინსტრუმენტებია: ა) სისტემური და სისტემათშემოქმედი რუსული კომპანიებისათვის, შემდგომ კი ნებისმიერი იურიდიული და ფიზიკური პირისათვის დოლარით ოპერირების დაბლოკვა. აი ეს უძლიერესი დარტყმა იქნება!
მაგალითად, ბაიდენს შეუძლია, დღესვე უბრძანოს ფედერალურ სარეზერვო ბანკს, პირველ ეტაპზე, ორშაბათს, მეორე ეტაპზე, ორშაბათს და პარასკევს, შემდეგ კი მთლიანად, კვირის განმავლობაში, რუსეთში ემინირებულ ყველა პლასტიკურ ბარათზე(ც) დაბლოკოს ნებისმიერი ოპერაცია ამერიკულ დოლარში. ასევე, რუსულ კორპორაციათა ოპერაციები, რადგან დოლარით ნებისმიერი ტრანზაქცია „გადის" აშშ-ის ფედერალურ ბანკში. ამას რიგითი ადამიანების უმეტესობა ვერ ხვდება.
ბ) ბაიდენს დღესვე შეუძლია, უბრძანოს საემიგრაციო სამსახურს, გააუქმოს ყველა მოკლევადიანი და გრძელვადიანი ვიზა რუსეთის ყველა მოქალაქეზე, ან პირველ ეტაპზე, ოლიგარქების, უმაღლესი თანამდებობის პირებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის გაცემული, რაც ასევე, უდიდესი დარტყმა იქნება პუტინის რეჟინისათვის იმიტომ, რომ ГРУ-ს უფროსს არ აქვს ამერიკული ვიზა და არც სჭირდება, მაგრამ აი, მის უსაყვარლეს შვილიშვილს, ფლორიდაში რომ ცხოვრობს, ბოი-ფრენდი ჰყავს და ნეტარებს მაიამის სამოთხეში, ვიზა ძალიან სჭირდება. ასევე, სხვებსაც. ოჯახის წევრები „ვიზებთან დაკავშირებით" ბევრად არსებითია! ამერიკელები ეტყვიან: „თავიდან შემოიტანეთ სავიზო აპლიკაციებიო" და ვერ შეედავები ერთი თვალსაზრისითაც კი.
ამ ორი გადაწყვეტილების მიღება სრულიად საკმარისი იქნება რეჟიმის ჩამოსაშლელად.
- რატომ ხარ ამაში დარწმუნებული?
- პუტინის რეჟიმი არ არის იგივე, რაც ჩრდ.კორეის რეჟიმი: მას სჭირდება ოლიგარქიისა და ზოგადად, ელიტის მხარდაჭერა, რაკი სწორედ ამ ორ სოციალურ ფენას ეყრდნობა. მხოლოდ ГРУ-ФСБ-ს მხარდაჭერა კი საკმარისი არაა.
- მაშინ, პირდაპირ ვიკითხავ - გაბედავს ბაიდენი?
- გულწრფელად რომ ვთქვა, მეეჭვება, რადგან პუტინს აქვს საპასუხო დარტყმის საშუალება.
- მაგალითად?
- მას დღესვე შეუძლია გადასცეს „ისკანდერები", ასევე, ბირთვული და სარაკეტო/ბალისტიკური/კონტინენტთაშორისი ტექნოლოგიები ფანატიკოსი აიათოლლათა ირანს. ეს ეგზისტენციური საფრთხეა ისრაელისა და,ს აერთოდ, მთელი დასავლეთისთვის.
- აქ მნიშვნელოვანი იქნება ისრაელის წინაღმდეგობაც და არა მხოლოდ...
- თუ კუთხეში მოამწყვდევენ, პუტინი ამ სვლას აუცილებლად გააკეთებს. ან შეუტევს კიევს და უმძიმესი არჩევანის წინაშე დააყენებს ევროპას,
მაგრამ თუ ბაიდენი რეალური სანქციების შემოღებას ვერ გაბედავს, რაღაცით ჩვენ დაგვემსგავსება.
- რას გულისხმობ?
- აი, პუტინს რომ ვერაფერს ვაკლებთ და მხოლოდ დედის სულს ვაგინებთ. აბა, სხვა რა ვუყოთ?
- ეს საკმაოდ კარგი დაკვირვებაა ჩვენი ქცევების შესაფასებლად...
- სერიოზულად, თუ ვითარება მართლაც , ასე დაიძაბა და „უორდინგს" გასცდა, ამისთვის ვართ მზად? მინიმუმ, ხომ უნდა ავწონ-დავწონოთ ვითარება, განვსაზღვროთ რისკები. ამაზე უკეთესს ვერაფერს ვიზამთ და კაცმა რომ თქვას, ვერც ვიზამდით.
ზუკა ნემსაძე, CNews