ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

ხელისუფლება გააგრძელებს თავის აქტივობებს იმის მიუხედავად, რა გადაწყვეტილებებს მიიღებს ზელენსკი-ვოლსკი

ნახვები: 481 ხელისუფლება გააგრძელებს თავის აქტივობებს იმის მიუხედავად, რა გადაწყვეტილებებს მიიღებს ზელენსკი-ვოლსკი

ხელისუფლება გააგრძელებს თავის აქტივობებს იმის მიუხედავად, რა გადაწყვეტილებებს მიიღებს ზელენსკი, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ელჩის გაწვევის მიუხედავად, საქართველო უკრაინასთან მიმართებით პოზიციას არ შეიცვლის.

„ზედმეტია, ახლა ვილაპარაკოთ და თავი მოვიტყუოთ იმაზე, რომ როცა ქვეყანა ელჩს იწვევს მეორე ქვეყნიდან, იმასთან შეიძლება, ურთიერთობა აღდგეს, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უკრაინელი ხალხის გვერდით არ ვდგავართ. საგანგებოდ მნიშვნელოვანი პოლიტიკური დოკუმენტები მივიღეთ სხვებთან ერთად, მაგრამ ავტორები ვიყავით რეზოლუციებისა, საჩივრებისა ჰააგის ტრიბუნალში. რასაკვირველია, მოვიგეთ და საკმაოდ მნიშვნელოვანი გამარჯვება იქნა გამოცხადებული 10 აპრილს. ჰუმანიტარული დახმარების თემაზე ჩვენი პოზიცია არ შეიცვლება, პირიქით, გაცილებით გაიზრდება. მთელი რესურსი იქნება მობილიზებული, არა მარტო სახელმწიფო ბიუჯეტის, არამედ მთელი ქართული საზოგადოების, რომლის ნაწილს შეიძლება, წარმოადგენს „ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები, მაგრამ მისასალმებელია მათი აქტივობა. არავის აქვს უფლება, დაიჩემოს, რომ ამას რომელიმე პოლიტიკური პარტია აკეთებს.

საზოგადოება განაგრძობს თავის აქტივობებს, ხელისუფლება გააგრძელებს თავის აქტივობებს იმის მიუხედავად, რა გადაწყვეტილებებს მიიღებს ზელენსკი. რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის" მონაწილეობას, ჩვენ რომც არ ვთქვათ, ნათელიც არის, სააკაშვილი ამბობს თვითონ, ჯერ კიდევ მაშინ თქვა, როცა უკრაინის ელჩმა უპასუხა მის ხეპრულ გამოხტომას პოლიტიკური განცხადებით, მივაღწევ იმას, რომ ელჩი გაწვეული იყოსო. ახლახან განცხადება გააკეთა, რომ პოლიტიკური ლიდერი, რომელიც უკრაინის რადაშია, არის ადამიანი, ვინც მან წაიყვანა პოლიტიკაში, მან წარუდგინა იანუკოვიჩს და შემდეგ მან მიიყვანა ზელენსკისთან გუნდში. დღეს ეს ადამიანი და ადამიანთა ჯგუფი, მათ შორის, ქართველები, რომლებსაც ჩვენი სამართალი ეძებს, არიან შემადგენელი ნაწილი ბირთვისა. მე რომც არ ვთქვა, ალბათ ყველასთვის ნათელია, რომ გარკვეული კავშირი, გარკვეული სინერგია და კოორდინაცია არსებობს იმ საკითხებთან მიმართებით, რასაც ჰქვია უმაღლეს დონეზე ჩვენი ურთიერთობები. სამწუხაროა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საქართველო შეიცვლის თავის პოზიციას უკრაინასთან მიმართებით", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა