ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

იტალიის მთავრობა მზადაა, საკუთარი წვლილი შეიტანოს სამშვიდობო პროცესში-იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი

ნახვები: 493 იტალიის მთავრობა მზადაა, საკუთარი წვლილი შეიტანოს სამშვიდობო პროცესში-იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ იტალია მზადაა, უკრაინისთვის ნეიტრალიტეტის გარანტორი გახდეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ეს განცხადება ლუი ჯი დე მაიომ აზერბაიჯანელ კოლეგასთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან შეხვედრის დროს გააკეთა.

მისივე თქმით, იტალიის მთავრობა მზადაა, საკუთარი წვლილი შეიტანოს სამშვიდობო პროცესში.

„იტალია გაუჩერებლად მუშობს, რომ ამ კონფლიქტს ბოლო მოეღოს სანქციების გზით და არასდროს გვითქვამს უარი დიპლომატიურ არხებზე. მხარეებს შორის მოლაპარაკების გაგრძელება ჰუმანიტარულ ზავზე პრიორიტეტია. თურქეთში ორი ქვეყნის დელეგაციების შეხვედრის შემდეგ, პროგრესი შესამჩნევია. იტალიის მთავრობა მზადაა, საკუთარი წვლილი შეიტანოს სამშვიდობო პროცესში და უკრაინის ნეიტრალიტეტის გარანტი იყოს", - განაცხადა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა