მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

გერმანიის ხელისუფლება ქვეყნიდან 40 რუს დიპლომატს აძევებს

ნახვები: 433 გერმანიის ხელისუფლება ქვეყნიდან 40 რუს დიპლომატს აძევებს

გერმანიის ხელისუფლება ქვეყნიდან 40 რუს დიპლომატს აძევებს. შესაბამის ინფორმაციას „ბიბისი“ გერმანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. აღნიშნული გადაწყვეტილება გერმანიის ხელისუფლებამ უკრაინის ქალაქ ბუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეების მასობრივი მკვლელობის საპასუხოდ მიიღო.

მანამდე, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ გერმანია რუსეთის საელჩოს მნიშვნელოვანი რაოდენობის თანამშრომლებს არასასურველ პირებად გამოაცხადებს.

„ბუჩადან სურათები მეტყველებს წარმოუდგენელ სისასტიკეზე რუსეთის ხელისუფლების მხრიდან და მათი მხრიდან, ვინც მის პროპაგანდას მიჰყვება. შესაბამისად, გერმანიის მთავრობამ დღეს გადაწყვიტა, არასასურველ პირებად გამოაცხადოს რუსეთის თანამშრომლების მნიშვნელოვანი რაოდენობა, რომლებიც აქ, გერმანიაში ყოველდღიურად ჩვენი თავისუფლების წინააღმდეგ, ჩვენი საზოგადოების ერთიანობის წინააღმდეგ მუშაობენ“, – განაცხადა ბერბოკმა.

როგორც სააგენტო „როიტერი“ აღნიშნავს, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს აკრედიტებული ჰყავს ქვეყანაში 104 რუსი დიპლომატი.

ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ გერმანია უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერას გააძლიერებს.

„ჩვენს პარტნიორებთან ერთად მორიგი საპასუხო ნაბიჯების გადადგმას ვიწყებთ. ჩვენ კიდევ უფრო გავამკაცრებთ არსებულ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, გადამწყვეტად გავზრდით ჩვენს მხარდაჭერას უკრაინის შეიარაღებული ძალებისადმი და ასევე, გავაძლიერებთ ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგს“, -განაცხადა გერმანელმა დიპლომატმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა