ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

ლიზ ტრასი - ჩვენ უნდა გამოვაცხადოთ მკაცრი სანქციების ახალი ტალღა

ნახვები: 484 ლიზ ტრასი - ჩვენ უნდა გამოვაცხადოთ მკაცრი სანქციების ახალი ტალღა

ჩვენ უნდა გამოვაცხადოთ მკაცრი სანქციების ახალი ტალღა. რეალობა არის ის, რომ ფული დასავლეთიდან კვლავ მიედინება პუტინის ომის მანქანაში და ეს უნდა შეჩერდეს, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანმა, ლიზ ტრასმა ვარშავაში უკრაინელ კოლეგასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან ცხადია, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ სამხედრო დანაშაულები ჩაიდინეს.

„ჩვენ, ყველა შეძრულები ვართ ბუჩაში მომხდარით, სასაკლაო, სექსუალური დანაშაულის მკაფიოდ მტკიცებულება, უდანაშაულო მოქალაქეების სამიზნეში ამოღება, ძალიან ცხადია, რომ ადგილი ჰქონდა სამხედრო დანაშაულებს. ჩვენ ვმუშაობთ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან, ჩვენ გამოვყოფთ სახსრებს, პოლიცია იძიებს ამ დანაშაულებს, რათა დამნაშავეებმა პასუხი აგონ სასამართლოს წინაშე. რაც შეეხება გენოციდის საკითხს, ეს სასამართლომ უნდა განსაზღვროს. თუმცა, მინდა ძალიან მკაფიოდ ვთქვა, რომ დიდ ბრიტანეთს აქვს მაქსიმალური მიდგომა სანქციებთან დაკავშირებით. პუტინი უნდა დამარცხდეს უკრაინაში. მოგვიანებით, მიმდინარე კვირაში დიდი შვიდეულისა და ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება. ჩვენ უნდა გამოვაცხადოთ მკაცრი სანქციების ახალი ტალღა. რეალობა არის ის, რომ ფული დასავლეთიდან კვლავ მიედინება პუტინის ომის მანქანაში და ეს უნდა შეჩერდეს“, – განაცხადა ტრასმა.

ლიზ ტრასმა ასევე განაცხადა, რომ ვიდრე რუსეთის ძალები უკრაინის ტერიტორიაზე რჩებიან, სანქციების მოხსნაზე ლაპარაკი არ უნდა იყოს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა