გოგი ჩახუნაშვილი - კლინიკური კვლევა მიმართული იყო იქით, რომ ჯანდაცვის სამინისტრო გამოფხიზლებულიყო და ადამიანებს არ გართულებოდათ რაიმე
Air Defense Forces down 83 of 111 drones launched by Russia in evening attack on Ukraine
War update: over 200 combat engagements in 24 hrs, Pokrovsk under heaviest assault
Kremlin says no compromise reached with Americans on peace plan for Ukraine
Fuel depot destroyed in Russia's Tambov region – CPD
Russia's war casualty toll in Ukraine up by 910 over past day
Donetsk region remains main point of dispute in negotiations – Rubio
European Commission suggests way to provide Russian assets to Ukraine without risks for Belgium

პლებისციტი და მელიას გირაო - კრისტიან დანიელსონის კომპრომისული გეგმა და შარლ მიშელის დაუგეგმავი ვიზიტი

29.03.2021 ნახვები: 668

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის 6-პუნქტიან გეგმაზე უარისმთქმელმა ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა არ იცის, რა ახალი წინადადებას წარადგენს საქართველოში შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დენიელსონი.

CNews-ისთვის ცნობილი ხდება, რომ კრისტიან დანიელსონი მხარეებს კომპრომისის კონკრეტულ გეგმას შესთავაზებს და ისევ შეეცდება, რომ ხელისუფლება ოპოზიციისთვის მისაღებ ვარიანტზე - პლებისციტის ზაფხულში ჩატარების საკითხზე დაიყოლიოს. პლებისციტი მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათისაა, მაგრამ მოსახლეობის მიერ დადებითი პასუხის შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნები თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად შემოდგომაზე უნდა გაიმართოს.

ბრიუსელში მიიჩნევენ, რომ რიგგარეშე არჩევნებზე მოსახლეობის უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, თვითმმართველობის არჩევნები ქვეყანაში მშვიდ ვითარებაში ჩაივლის და მისი შედეგების გაპროტესტება არ მოხდება.

CNews-ს ინფორმაციით, პლებისციტზე თანხმობის შემთხვევაში, ბრიუსელი მზად არის, ხარჯების მნიშვნელოვანი ნაწილი გრანტის სახით ევროკავშირმა გასწიოს.

რაც შეეხება პოლიტპატიმრების საკითხებს, ევროკავშირის ფორმულა მარტივია: თუ ხელისუფლება თანხმდება ვადამდელ არჩევნებს ან პლებისციტს, მელიამ გირაო უნდა გადაიხადოს, რურუას შეწყალების საკითხი კი კვლავ პრეზიდენტის პრეროგატივის სფეროში დარჩება.

ამ წინადადებების მიღების შემდეგ, ოპოზიცია დაუყოვნებლივ უნდა შევიდეს პარლამენტში და სხვა - შეთახმებულ საკთხებზე მსჯელობამ საკანონმდებლო ორგანოში უნდა გადაინაცვლოს.

CNews-ს ინფორმაციით, მხარეთა შეთანხმების შემთხვევაში, შესაძლოა, დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონიალზე თბილისს დაუგეგმავი ვიზიტით თავად შარლ მიშელიც ეწვიოს.

იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება უარს იტყვის შარლ მიშელის წინადადებაზე, ბრიუსელის შეთავაზება ოპოზიციის მაგიდაზე არ მოხვდება და დანიელსონი ოპოზიციას პირველ კომპრომისულ ვარიანტად მელიას მიერ გირაოს გადახდას შესთავაზებს, რაც მისთვის ხელისუფლებასთან საუბრის გასაგრძელებლად მნიშვნელოვანი აქტივი იქნება.

CNews-ს დაზუსტებული ინფორმაციით, ბრიუსელი გამორიცხავს, რომ მოლაპარაკებების ეს რაუნდიც უშედეგოდ დასრულდეს. პროცესის გართულების შემთხვევაში, არ გამოირცხება მასში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ჩართვაც, თუმცა ვაშინგტონი და ბრიუსელი ამას სათადარიგო ვარიანტად განიხილავენ.

რაც ამ დროისთვის დანამდვილებით არის ცნობილი, ხელისუფლება უარს აცხადებს ვადამდელ არჩევნებსა და პლებისციტის გამართვაზე, ამასთან, საერთოდ არ განიხილავს ქვეყანაში პოლიტიკური ნიშნით პატიმრების ყოფნას. რაც შეეხება გეგმაში არსებულ პუქტებს - მართლმსაჯულებისა და საარჩევნო სისტემის რეფორმა და ბარიერის საკითხი, ამ მიმართულებით ხელისუფლებას ცალკეული წინადადებები აქვს.

მეექვსე საკითხი ოპოზიციის პარლამენტში შესვლაა, შესაბამისად, აქ პირდაპირ გადაწყვეტილებებს ხელისუფლება ვერ მიიღებს.

თავის მხრივ, ოპოზიციას ერთიანი პოზიციის მიუხედავად, საკითხებისადმი პრინციპების დონეზე განსხვავებული დამოკიდებულება აქვს, თუმცა საკუთარი პრიორიტეტების რეალიზების მიზნით, ისინი მხარს ერთმანეთის წინადადებებს უჭერენ.

„გირჩისთვის" მნიშვნელოვანია საარჩევნო რეფორმა და ბარიერის საკითხი.

„პატრიოტთა ალიანსი" საკუთარ პრინციპულ პოზიციად ვადამდელ არჩევნებს ასახელებს.

სხვა ოპოზიციური პარტიები კი - ვადამდელ არჩევნებსა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. სხვა საკითხები მათთვის პროცესის შემადგენელი ნაწილია, რომელიც გადაწყვეტას აუცილებლად მოითხოვს.

ამ პირობებში, უცნობია, რა იქნება ის მთავარი საკითხი, რომელიც ხელისუფლებას და ოპოზიციას, კომპრომისის საშუალებით, კონსესუსამდე მიიყვანს. დატანხმდებიან თუ არა ისინი დანიელსონის შემოთავაზებას და რეალურად, რისი დათმობისთვის არიან მზად.

CNEWS

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა