მამუკა მდინარაძე - შევეცდებით, პრეზიდენტობის ისეთი კანდიდატი დავასახელოთ, რომელიც თავიდანვე გამორიცხავს ვარაუდს, რომ მანაც არ გაამართლოს
ოლაფ შოლცი - რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა
კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი, ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შერაცხადია
Russians strike Dnipro with ballistic missile, likely from Kedr complex – Ukrainian intel
Oreshnik missile strike on Dnipro does not indicate risk of nuclear weapons use - ISW
Ukraine’s General Staff: 190 combat clashes at front in past day
Russian army loses another 1,050 troops in Ukraine
No initiatives on Ukraine without Ukraine - European Union

რუსული ლეგალური კონტრაბანდა და საქართველო...

05.04.2022 ნახვები: 1132

არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მისთვის უმნიშვნელოვანეს სახელმწიფოებში, რუსეთი შეეცდება კონტრაბანდული ტვირთების გადატანის ორგანიზებას და ეს რამე სასწაული მოცემულობაა?

2022 წლის 29 მარტს, რუსეთის პრემიერმა ხელი მოაწერა დადგენილებას პარალელური იმპორტის განხორციელებაზე პასუხისმგებლობის გაუქმების შესახებ. საუბარია რუსეთში, მწარმოებლის თანხმობის გარეშე, პროდუქციის შეტანაზე - ანუ, უფრო გასაგებად - მესამე ქვეყნებში შესყიდვაზე, უფრო გასაგებად კი - ლეგალური კონტრაბნადის დაშვებაზე,

მიშუსტინმა განმარტა, რომამ მექანიზმის მიზანია დაკმაყოფილდეს მოთხოვნა ისეთ საქონელზე, რომელიც შეიცვას ინტელექტუალური საქმიანობის შედეგებს“.... ძალიან ეშმაკური ფორმულირებაა, მით უფრო იმის გააზრებით, რომ პროდუქციის ჩამონათვალი მინპრომტორგმა უნდა დაამტკიცოს.

რუსეთის პრემიერის კიდევ ერთი ციტატა: ასეთი მიდგომა მოგვცემს ჩვენს ქვეყანაში საქონლის მოწოდების გარანტიას, მათ შორის უცხოელი პოლიტიკოსების არამეგობრული ქმედებების მიუხედავად“.

გავითვალისწინოთ, რომ ჯერ რუსეთის სტატისტიკის სამსახურს არ გამოუქვეყნებია მაჩვენებლები მარტის თვეში განხორციელებული იმპორტის შესახებ, თებერვლის მაჩვენებელი კი რეალურს სურათს ვერ მოგვცემს. მარტის მაჩვენებლებიც არ იქნება სწორი, რადგან არავინ იცის პროდუქცია, როდის ავიდა რუსეთში და როდის მოხდა მისი განბაჟება.

ამ მაჩვენებლებმა შესაძლოა, დიდი უხერხულობები შეუქმნას მოსკოვისთვის მკაცრი სანქციების დამწესებელ სახელმწიფოებსაც კი, სწორედ განბაჟების თარიღიდან გამომდინარე.

თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ APPLE, ZARA, H&M ან რომელიმე სხვა კომპანია რუსეთში ოპერირებას აგრძელებს.

აქ რეალური სურათი მაინც მაისში გახდება ცნობილი, მარტის მაჩვენებელი კი უფრო ტენდენციის გამომხატველი იქნება.

რუსეთი არის უმძიმეს ეკონომიკურ ვითარებაში და ამის გათვალისწინებით, ვინმეს - ჭკუათმყოფელს, რატომ უნდა გაუკვირდეს, რომ ის ყველგან, სადაც ამის შესაძლებლობა ექნება, შეეცდება კონტრაბანდული ხაზის დალაგებას და ტვირთის შეტანას?

ნებისმიერ ქვეყანაში პროდუქციის იმპორტს სჭირდება მწარმოებლის თანხმობა. ამ თანხმობის გარეშე საქონელი ხდება კონტრაბანდა, გინდა საქართველოდან შეიტანე და გინდა ვიეტნამიდან.  სულაც არ არის გასაკვირი და პირიქით - აბსოლუტურად ნათელია, რუსეთის სპეცსამსახურების შესაბამის სტრუქტურებს ჰქონდეთ დავალება, (დარწმუნებული ვარ რომ აქვთ) მათ შორის საქართველოდან და სხვა ქვეყნებიდან, მოხვდეს მათთან ტვირთი. არის ეს მოცემულობა და შავი კატა სულაც არ არის საძებარი, მით უფრო ბნელ ოთახში.

ახლა დავაკვირდეთ რა ხდება, როდესაც უკრაინული მხარე გამოთქვამს წუხილს საქართველოს გავლით კონტრაბანდული ტვირთების გადატანის ორგანიზებზე. ცხადია, რომ საუბარი არ არის ღვინის ან ჭაჭის, ხაჭაპურის ან ხარჩოს კონტრაბანდაზე - საუბარია საქონელზე, რომელიც სავარაუდოდ, რუსეთისთვის უნდა წარმოადგენდეს უმნიშვნელოვანესი დანიშნულების ტვირთებს. თან ისეთი სახის საქონელზე, რომელიც საქართველოში არ იწარმოება.

შესაბამისად, ქმედება უნდა განვიხილოთ ტრანსნაციონალურ დანაშაულად და აი, რატომ: ვთქვათ, საქართველო აწარმოებდა რომელიღაც უცხოური კომპანიიდან X საქონლის იმპორტს Y რაოდენობით. თუ ბოლო თვის განმავლობაში მოთხოვნა გაიზარდა 2Y ან 3Y-ით, ეს უკვე ხდება საეჭვო გარიგება და არსებობს საფუძველი იმისა, რომ ამ მიწოდებაში (საეჭვო ქმედებაში) მხოლოდ ქართული კომპანია კი არ არის ჩართული, არამედ მწარმოებელიც - ანუ უცხოური კომპანია, რომელიც მდებარეობს რუსეთისათვის მკაცრი სანქციების დამწესებელ სახელმწიფოში.

ვიმეორებ - ასეთ შემთხვევაში ადგილი აქვს ტრანსნაციონალურ დანაშაულს, მით უფრო თუ ეს კონტრაბანდული სახით ხორციელდება.

შესაბამისად აბსოლუტურად სწორია ქართული მხარის განცხადება: "აღნიშნული ქმედება, საქართველოს კანონმდებლობით, წარმოადგენს სისხლის სამართლის განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს. მოვუწოდებთ უკრაინულ მხარეს, დაუყოვნებლივ მოგვაწოდონ ამ ინფორმაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები, მათზე სამართლებრივი რეაგირების მიზნით".

ტრანსნაციონალური დანაშაულის დროს კი სახელმწიფოთა თანამშრომლობა მისი გამოვლენისა და აღმოფხვრის მიზნით არის აუცილებელი. მხოლოდ ქართული მხარის დადანაშაულება ასეთ ქმედებაში მტკიცებულების არსებობის შემთხვევაშიც, მთლად სწორი არ გახლავთ, რადგან ასეთივე სახის ბრალის წაყენება ეკუთვნის საქონლის მწარმოებელ სახელმწიფოსაც.

ამ შემთხვევაში ჩემი მოტივაცია არის გასაგები და ნათელი - არანაირი სურვილი არ მაქვს, მოქალაქის დონეზე, წარმოვადგენდე იმ ქვეყანას, რომელიც ეხმარება საკუთარი ქვეყნის ოკუპანტს და ეს ოკუპანტი მოცემულ მომენტში ახდებს სხვა ქვეყნის ოკუპაციას.

სისასტიკეებზე და ომის დანაშაულზე არც აქ და არც იქ ახლა არ ვსაუბრობ. (ისე აქაური სისასტიკეებზე მეტი ყურადღება რომ დაგვეთმო თავის დროზე, ქვეყანაში ნამდვილად არ გვეყოლებოდა ამდენი პროსაბჭოთა მოქალაქე.)

არ ვაპირებ აპრიორი დავადანაშაულო ჩვენი სახელმწიფო - საქართველოს მთავრობა ცალკე და სახელმწიფო ცალკე არ არსებობს აღქმის დონეზე - ეს აქ ვახდენთ მის კლასიფიცირებას პოლიტიკური სიმპათიებით. თუნდაც იმიტომ რომ არსებობსუდანაშაულობის პრეზუმფცია“.

თუ სადმე, რომელიმე უწყებაში, ვინმე ცდილობდა სახელმწიფოს საწინააღმდეგო ქმედებების - დანაშაულის ჩადენას, ამის განზოგადება სახელმწიფოზე და გნებავთ ხელისუფლებაზე არ გახლავთ სწორი (ჩვენ ხშირად გვავიწყდება, რომ ოპოზიციაც ხელისუფლების ნაწილია).

ვიმეორებ, ეს ჩემი სურვილია და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს ეს სურვილი, რადგან ისტორიას ასეთ შემთხვევაში არ რჩება პერსონების ინიციალები - არამედ ხდება განზოგადება ქვეყანაზე. (რამდენს გახსოვთ იმ ადამიანის გვარი, რომელსაც თბილისში ჯორჯ ბუშის ვიზიტის დროს აფეთქება უნდა მოეწყო? ფაქტი გახსოვთ ხომ?)

და მაინც, მე მრჩება კითხვები:

- რატომ ითქვა ეს ყველაფერი საჯაროდ, თან უკრაინის სამხედრო დაზვერვისა და ვიცე-პრემიერის მიერ და არა პროკურორის?

- რატომ არ იყო თემაზე და ცხადია, ჩანს არ იყო - კონტაქტი შესაბამის უწყებებს შორის?

- საჯარო განცხადებამდე რატომ არ მიეწოდა კონკრეტული ინფორმაცია აშშ-სა და ევროსტრუქტურების შესაბამის უწყებებს? რეაქციებიდან გამომდინარე ცხადია წინასწარ არ მიეწოდათ.  

- რატომ არ დასახელდა კონტრაბანდული ტვირთი, რომლის გადატანის ორგანიზებაზეცმიმდინარეობსმუშაობა და მწარმოებელი კომპანია თუ სახელმწიფო?

- ამ ეტაპზე ისიც ცხადია, რომ კონტრაბანდული გადაზიდვები არ ხორციელდება, წინააღმდეგ შემთხვევაში ფორმულირებაც ასეთი იქნებოდა. ამჯერად საუბარია ან ვარაუდზე, ან ორგანიზების მცელობის ფაქტზე, რისი მტკიცებულებაც უნდა გასაჯაროვდეს - არა?

- ხომ არ არის ეს რუსეთის პოლიტიკის, რაც ზემოთ აღვწერე, სავარაუდო მოდელირება საქართველოს მაგალითზე, სადაც, ვიმეორებ ნამდვილად იქნება სურვილი ამ ქმედების განხორციელების, ისევე როგორც ამის მცდელობა იქნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში? (სხვა შემთხვევაში რუსეთის პრემიერი დადგენილებაში პირდაპირ ჩაწერდა საქართველოს ან კონკრეტულ მინიშნებას გააკეთებდა.)

დიახ, საოცარი სურვილი მაქვს ეს, ამ ეტაპზე დაუდასტურებელი ბრალდება, აღმოჩნდეს შეცდომა (მსუბუქად ვამბობ). იმიტომ, რომ ნამდვილად არ მინდა ამ ლაქით დაისვაროს ჩემი ქვეყანა და არც ერთი ჩემი თანამოქალაქე.

დაუშვებლად მიმაჩნია, რომ საქართველო რუსეთთან ლეგალური კონტრაბანდის ორგანიზებაში ჩაებას.

და კიდევ ერთი - ძალიან მნიშვნელოვანი რამ... ჩვენ ყველას, ახლა გვაქვს უკრაინელი ხალხისა და უკრაინის სახელმწიფოსადმი თანადგომის ვალდებულება. გვაქვს უსაზღვრო თმენის ვალდებულებაც, ერთმანეთის ატანის ვალდებულებაც და საქართველოს გაფრთხილების ვალდებულებაც.

ეს ყველაფერი ეხება ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს და ეს განსაკუთრებით ეხება საქართველოს ხელისუფლებას, რადგან ისტორიისთვის სულაც არ აქვს მნიშვნელობა დღეს ვინ არის პრემიერი ან მმართველი პარტია, ისტორიისთვის მნიშვნელობა აქვს დღეს სად არის საქართველო და როგორია ის.

გოჩა მირცხულავა, ანალიტიკოსი

"ნეიშენ ჯორჯია"

ყველას ნახვა
ყველას ნახვა