მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

რუსეთი განგებ ქმნის სასურსათო კრიზისს-ვოლოდიმირ ზელენსკი

ნახვები: 433 რუსეთი განგებ ქმნის სასურსათო კრიზისს-ვოლოდიმირ ზელენსკი

რუსეთი განგებ ქმნის სასურსათო კრიზისს, რომ შიმშილი იარაღად გამოიყენოს. ამის შესახებ ირლანდიის პარლამენტის წევრებისადმი მიმართვისას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ზელენსკის თქმით, რუსეთს ბლოკირებული აქვს უკრაინული პორტები და გემები ექსპორტისთვის განკუთვნილი სურსათით.

„მათთვის შიმშილი არის იარაღი ჩვენს წინააღმდეგ, რიგითი ადამიანების წინააღმდეგ, ეს არის დომინირების ინსტრუმენტი. ამ ღამით ჩვენს ტერიტორიაზე კვლავ განხორციელდა რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმები, დაიბომბა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, განხორციელდა დარტყმა ახალი ნავთობტერმინალზე, რუსეთი ამას სამიზნედ განიხილავს. ისინი ანადგურებენ ყველაფერს, რაც ხალხისთვის საარსებო წყაროს წარმოადგენს. ისინი დარტყმებს ახორციელებენ იმ ადგილებში, სადაც ჩვენ ვინახავთ საწვავს, სურსათს, სოფლის მეურნეობის აღჭურვილობას, სახნავ-სათესებს. ისინი მინდვრებს ნაღმავენ. რატომ აკეთებენ ამას? რადგან მათთვის შიმშილი ასევე იარაღია, იარაღი რიგითი ადამიანების წინააღმდეგ, ეს არის დომინირების ინსტრუმენტი. უკრაინა სურსათის მიმწოდებელი ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა მსოფლიოში. ჩვენი ექსპორტის გარეშე არის სურსათის დეფიციტი და შიმშილის საფრთხე. შიმშილის საფრთხე აზიისა და აფრიკის ათობით ქვეყნისთვის, შეიქმნება სურსათის დეფიციტი და გაიზრდება ფასები. ეს არის რეალობა მილიონობით მშიერი ადამიანისთვის", - განაცხადა ზელენსკიმ.

მან ასევე მოუწოდა ირლანდიის ხელისუფლებას დაარწმუნოს ევროკავშირის ქვეყნები, რომ მათ უფრო მკაცრი სანქციები დააწესონ პუტინის ინტერვენციის შესაჩერებლად.

ზელენსკის თქმით, რუსეთის ძალები მიზანმიმართულად ანადგურებენ უკრაინაში ინფრასტრუქტურას და პროვოცირებენ სასურსათო კრიზისს. უკრაინის პრეზიდენტის მონაცემებით, რუსეთის ქმედებების გამო ათი მილიონი უკრაინელი იძულებული გახდა, საცხოვრებელი სახლი და მშობლიური ქალაქი მიეტოვებინა.

„ეს არის ის, რასაც ჩვენ ვერ შევეგუებით, თუმცა ასევე ეს ნიშნავს, რომ რუსეთს ჯერ კიდევ არ უთქვამს უარი თავის გეგმებზე. ისინი კვლავ მიისწრაფვიან მთელი უკრაინელი ხალხის დამორჩილებისა და ოკუპირებისკენ. ჩვენ გვსურს, გავაკეთოთ მაქსიმალური, რათა ვაიძულოთ რუსეთი, ეძიოს მშვიდობა და დაგვანებოს თავი. ასე რომ გთხოვთ, გამოიჩინეთ უფრო მეტი ლიდერობა ომის საწინააღმდეგო კოალიციაში. მინდა, გთხოვოთ, დაარწმუნოთ ევროკავშირის პარტნიორები, წარადგინონ რუსეთის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციები, რათა უზრუნველყონ, რომ რუსული ომის მანქანა გაჩერდეს. ჩვენ უნდა დავასრულოთ რუსეთთან ვაჭრობა, უნდა გავწყვიტოთ რუსული ბანკების კავშირები გლობალური სისტემისგან, გაწყვიტეთ მათი შემოსავლის წყაროები ნავთობისგან, რომელსაც ისინი იარაღისთვის და მკვლელობებისთვის იყენებენ", - განაცხადა ზელენსკიმ ირლანდიის პარლამენტისადმი მიმართვაში.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა