მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

არ არსებობს სცენარი, რომლის მიხედვითაც კიევი არ იმარჯვებს-ბლინკენი

ნახვები: 441 არ არსებობს სცენარი, რომლის მიხედვითაც კიევი არ იმარჯვებს-ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ რუსეთთან ბრძოლაში კიევი გაიმარჯვებს, მიუხედავად იმისა, როგორ განვითარდება მოვლენები ან რამდენ ხანს გაგრძელდება კონფლიქტი.

ბლინკენმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტი შესაძლოა დიდხანს გაგრძელდეს, თუმცა ის ვერ ხედავს ვერცერთ სცენარს, რომელშიც კიევი არ იმარჯვებს.

„მათი გამარჯვება საკუთარი ქვეყნის სუვერენულობისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებაა. და არაა სცენარი, რომლის მიხედვითაც ეს დროთა განმავლობაში მაინც არ მოხდება. ამ პრობლემას შესაძლოა დრო დასჭირდეს, იმავდროულად კი უდიდესი სიკვდილი და ნგრევა მოიტანოს. მაგრამ აქ ყველაზე ძლიერი ისაა, რომ უკრაინელებმა ცხადყვეს, რომ ისინი თავს ვლადიმერ პუტინის ნებას არ დაუმორჩილებენ", - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

ოთხშაბათს, the New York Times-მა პენტაგონში წყაროზე დაყრდნობით განაცხადა, რომ უკრაინელი სამხედროების ჯგუფი აშშ-შია და ე.წ კამიკაძე დრონების მართვის წვრთნებს გადის.

Switchblade, ე.წ თვითმკვლელი/ კამიკაძე დრონები აშშ-ის ჯარმა ავღანეთში ბრძოლისას შექმნა. ის მხოლოდ 2.7 კგ-ს იწონის, ზურგჩანთაში ეტევა და მისი მართვა ერთ ჯარისკაცს შეუძლია.

შეგახსენებთ, რომ 15 მარტს თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ უკრაინას დამატებით 800 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარების პაკეტის ფარგლებში 100 ერთეულ ამგვარ მკვლელ დრონებს გადასცემს.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა