მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

სასტიკი აგრესიის ფონზე მათი მოსკოვში ვიზიტი აბსოლუტურად დაუშვებელი და მიუღებელია-სუბარი - „პატრიოტთა ალიანსზე"

ნახვები: 434 სასტიკი აგრესიის ფონზე მათი მოსკოვში ვიზიტი აბსოლუტურად დაუშვებელი და მიუღებელია-სუბარი - „პატრიოტთა ალიანსზე"

„პატრიოტთა ალიანსის" მსგავსი პოზიციები გასაკვირი არ არის, თუმცა აბსოლუტურად დაუშვებელი და მიუღებელია, როცა სასტიკი აგრესიის ფონზე ხდება მათი ვიზიტი მოსკოვში და გარკვეული მოლაპარაკებების წარმოება, - ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა „პატრიოტთა ალიანსის" ლიდერების, ირმა ინაშვილისა და დავით-თარხან მოურავის მოსკოვში ჩასვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

ამასთან, სუბარის შეფასებით, მედიის წარმომადგენლებმა კითხვები უნდა დაუსვან ნატო ჩხეიძეს და „ნაციონალურ მოძრაობას", რომელმაც ჩხეიძე პარლამენტში შეიყვანა და „ნაციონალური მოძრაობისგან" დაინტერესდნენ, რას ფიქრობენ იმ ნაბიჯებზე, რასაც თავის დროზე ნატო ჩხეიძე ახორციელებდა.

„პატრიოტთა ალიანსის" მსგავსი პოზიციები გასაკვირი არ არის, თუმცა აბსოლუტურად დაუშვებელი და მიუღებელია, როცა დღეს, ამ სასტიკი აგრესიის ფონზე ხდება მათი ვიზიტი მოსკოვში და გარკვეული მოლაპარაკებების წარმოება, თუმცა ალბათ კარგი იქნებოდა, თუ კითხვებით მიმართავდით ნატო ჩხეიძესა და იმ პარტიას, რომელმაც ნატო ჩხეიძე პარლამენტში შემოიყვანა. რას ფიქრობენ იმ ნაბიჯებზე, რასაც თავის დროზე ნატო ჩხეიძე ახორციელებდა და ამბობდა, რომ ეს იყო საქართველოს მომავალი.

სწორედ რომან გოცირიძემ შემოიყვანა საქართველოს პარლამენტში ის ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში ახორციელებდა რუსულ ინტერესებს და ამით ამაყობდა. ხან კალაშნიკოვს ხვდებოდა, ხან ვის, ხან ვის და მათთან ლაპარაკობდა იმაზე, როგორ არ უნდა გამხდარიყო საქართველო ნატო-ს წევრი და როგორ უნდა ჰქონოდა ნეიტრალიტეტის პოზიცია. სწორედ რომან გოცირიძემ მისცეს შეფასება, რატომ შემოიყვანეს პარლამენტში ნატო ჩხეიძე. „ნაციონალური მოძრაობა" სწორედ იმ ფანჩატურში იჯდა, სადაც ნინო ბურჯანაძე იგივეს აკეთებდა. თუ შეიძლება, კითხვები მათ დაუსვით", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა