მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

მოლოდინი მაქვს, რომ უკრაინაში გაემგზავრება ყველა პარტიის წარმომადგენელი-სანდრო რაქვიაშვილი

ნახვები: 440 მოლოდინი მაქვს, რომ უკრაინაში გაემგზავრება ყველა პარტიის წარმომადგენელი-სანდრო რაქვიაშვილი

მოლოდინი მაქვს, რომ თუ ყველაფერი კარგად დალაგდა, უკრაინაში გაემგზავრება ყველა პარტიის, მათ შორის „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინაში არა მხოლოდ შალვა პაპუაშვილი უნდა ჩავიდეს, არამედ უკეთესი ურთიერთობები ჩამოყალიბდეს.

„არ მგონია, უახლოეს დღეებში რამე შეიცვალოს. მოლოდინი მაქვს, რომ თუ ყველაფერი კარგად დალაგდა, დელეგაცია უკრაინაში გაემგზავრება. იმედია, ყველა პარტიის წარმომადგენელი იქნება, მათ შორის „ქართული ოცნების“ და კითხვები რაც გვაქვს, უკრაინის პარლამენტის წევრებს დავუსვამთ. იმედია, პასუხებს, რასაც ჩამოვიტანთ, საკმარისი იქნება იმისთვის, რომ ურთიერთობებში არსებული გაუგებრობა რაღაცნაირად დავძლიოთ. უკრაინაში არა მხოლოდ შალვა პაპუაშვილი უნდა ჩავიდეს, არამედ უკეთესი ურთიერთობები ჩამოყალიბდეს. ამ მომენტში უკრაინაზე ახლო მოკავშირე არ გვყავს და დაუშვებელია ჩვენ უკრაინასთან ცუდი ურთიერთობები გვქონდეს.

უკრაინელი ხალხი რუსეთთან ომშია, საერთოდ სხვა რეალობაში ცხოვრობენ და ამ მომენტისთვის სხვა მიზნები აქვთ. ასეთ დროს იმაზე საუბარი, რომ რაღაც განცხადება არ მოგვეწონა, ეს სიტყვა შეცვალე და ის დააკონკრეტე, უბრალოდ არასერიოზულია, ომი დასრულდება და შემდეგ შეიძლება, გავარჩიოთ. საჭიროა, წყენების დავიწყება და ურთიერთობების აღგენა“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა