ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა
ევროკომისია: 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე უარის თქმა საქართველოს კონსტიტუციურ პრიორიტეტებს ეწინააღმდეგება

ემანუელ მაკრონი - უკრაინაში საზარელი დანაშაული ჩაიდინეს, რუსეთის ხელისუფლებამ პასუხი უნდა აგოს

ნახვები: 474 ემანუელ მაკრონი - უკრაინაში საზარელი დანაშაული ჩაიდინეს, რუსეთის ხელისუფლებამ პასუხი უნდა აგოს

ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ რუსეთმა უნდა აგოს პასუხი უკრაინაში ჩადენილი დანაშაულისთვის. ეს განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმა უკრაინის ლიდერ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ „ტვიტერით“ გაავრცელა.

მაკრონმა ხაზი გაუსვა, რომ ომის 50 დღის განმავლობაში საფრანგეთმა უკრაინის არმიას 100 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების ტექნიკა გადასცა და კიდევ გააგრძელებს კიევის დახმარებას.

ამას გარდა, საფრანგეთი უკრაინას 24 სახანძრო მანქანას და 50 სასწრაფო დახმარების ავტომობილს გადასცემს.

„უკრაინაში საზარელი დანაშაული ჩაიდინეს. ჩვენი ექსპერტები მუშაობენ ადგილზე და ეხმარებიან უკრაინელ და საერთაშორისო სასამართლო ორგანოების წარმომადგენლებს, რათა მათ შეაგროვონ მტკიცებულებები და დაადგინონ დამნაშავეები. რუსეთის ხელისუფლებამ უნდა აგოს პასუხი. სამართლიანობის გარეშე მშვიდობა არ არსებობს“, – წერს ემანუელ მაკრონი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა