მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

მივუსამძიმრეთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს და კიდევ ერთხელ გამოვხატეთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინელებისა და უკრაინის მიმართ-თალაკვაძე

ნახვები: 429 მივუსამძიმრეთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს და კიდევ ერთხელ გამოვხატეთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინელებისა და უკრაინის მიმართ-თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად ჩვენ ჩამოვედით უკრაინაში, მივუსამძიმრეთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს და კიდევ ერთხელ გამოვხატეთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინელებისა და უკრაინის მიმართ, – ამის შესახებ უკრაინაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, საქართველო საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად აკეთებს და მომავალშიც გააკეთებს ყველაფერს, რომ უკრაინაშიც მალე დაბრუნდეს მშვიდობა.

„პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად ჩვენ ჩამოვედით უკრაინაში, მივუსამძიმრეთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს და კიდევ ერთხელ გამოვხატეთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინელებისა და უკრაინის მიმართ და ეს არის სწორედ ის კვალი, რასაც რუსეთის ფედერაცია ტოვებს ომისა და იმ მილიტარისტული რიტორიკის და აგრესიის შემდეგ, რომელიც უცხო არ არის საქართველოსთვისაც.

ჩვენ იმედი გვაქვს და საქართველო, საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად, აკეთებს და მომავალშიც გააკეთებს ყველაფერს, რომ უკრაინაშიც მალე დაბრუნდეს მშვიდობა და უკრაინას ჰქონდეს მშვიდობიანი განვითარების უფლება და გარანტიები მომავალში. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით და ამ მძიმე წუთებში სრულად ვიზიარებთ მწუხარებას, სრულად ვიზიარებთ იმ ტრაგედიას, რომელიც სამწუხაროდ, ჩვენს უკრაინელ მეგობრებს დაატყდათ თავს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა