მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

რეჯეფ თაიფ ერდოღანი - უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმებმა შეაფერხა მოსკოვსა და კიევს შორის ანკარას შუამავლობით მოლაპარაკებების წარმატებული პროცესი

ნახვები: 436 რეჯეფ თაიფ ერდოღანი - უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმებმა შეაფერხა მოსკოვსა და კიევს შორის ანკარას შუამავლობით მოლაპარაკებების წარმატებული პროცესი

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმებმა შეაფერხა მოსკოვსა და კიევს შორის ანკარას შუამავლობით მოლაპარაკებების წარმატებული პროცესი. თუმცა მისი თქმით, თურქეთი გააგრძელებს ყველა აუცილებელ ძალისხმევას უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების შესაჩერებლად და რუსეთსა და უკრაინას შორის მდგრადი მშვიდობის მისაღწევად. „ანადოლუს“ ცნობით, ამის შესახებ ერდოღანმა ანკარაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მხარეებმა მიაღწიეს საგრძნობ პროგრესს მოლაპარაკებებზე, თუმცა კადრებმა ბუჩადან და ირპენიდან, კარამტორსკის მშვიდობიანი მოსახლეობის სამიზნედ გამოყენება ჩვენს ძალისხმევას ჩრდილს აყენებს“, – აღნიშნა თურქეთის ლიდერმა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი დარწმუნებულია, რომ უკრაინის კრიზისის მშვიდობიან დარეგულირება მხოლოდ დიალოგის გზით და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის შენარჩუნების საფუძველზეა შესაძლებელი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა