ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

რუსეთმა უკვე დაკარგა ნდობა უკრაინელი მომლაპარაკებლების მიმართ-მარია ზახაროვა

ნახვები: 483 რუსეთმა უკვე დაკარგა ნდობა უკრაინელი მომლაპარაკებლების მიმართ-მარია ზახაროვა

რუსეთმა უკვე დაკარგა ნდობა უკრაინელი მომლაპარაკებლების მიმართ, – ამის შესახებ რუსეთს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ ტელეკომპანია „რასია 24-თან“ ინტერვიუში განაცხადა.

„აქ უკვე აღარ არის საუბარი, რომ „ენდო, მაგრამ გადაამოწმო“.  აქ უფრო საუბარია გადამოწმებაზე, რადგან ნდობა ამ ხალხისადმი უკვე დიდი ხანია, არ არის. იმ ადამიანის ოფისის მხრიდან, რომელიც საკუთარ თავს უკრაინის პრეზიდენტს უწოდებს და, რომელსაც შესაბამისი უფლებამოსილებები აქვს, გაჟღერდა თხოვნა მოლაპარაკებების წარმოების შესახებ. რუსეთმა ამ თხოვნაზე უარი არ თქვა. შემდეგ დაიწყო, როგორც ყოველთვის, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, ცირკი კიევის რეჟიმის მხრიდან – ხან ჩადიან, ხან არ ჩადიან, ხან მონაწილეობენ, ხან არ მონაწილეობენ. იყვნენ თუ არა ამისთვის მზად მოსკოვში? რა თქმა უნდა“, – განაცხადა ზახაროვამ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების პროცესის კომენტირებისას.

რუსეთს საგარეო უწყების წარმომადგენლის მტკიცებით, ასეთივე მიდგომა ჰქონდა კიევს მოლაპარაკებების მიმართ ბოლო წლების განმავლობაშიც. „კლასიკური სქემა, რომელიც მეტყველებს იმაზე, რომ რეჟიმი არ არის დამოუკიდებელი, არამედ მართულია, და მეორე – მოლაპარაკებებს იყენებენ, როგორც ყურადღების გადამტან მანევრს“, – აღნიშნა მარია ზახაროვამ.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა