მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

თურქეთი რუსეთის გაზზე დამოკიდებულების შესამცირებლად ემზადება

ნახვები: 437 თურქეთი რუსეთის გაზზე დამოკიდებულების შესამცირებლად ემზადება

თურქეთი თხევად ბუნებრივ გაზზე გადასვლით, რომელსაც ამერიკიდან და ევრიპული ქვეყნებიდან შეიძენს, რუსეთის გაზზე დამოკიდებულების შემცირებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს. 

თურქეთი და Deutsche Bank AG არიან მოლაპარაკებების ბოლო ეტაპებზე, რის შედეგადაც თურქეთი მიიღებს სესხის სახით 1 მილიარდ ევროს [1,1 მილიარდი დოლარი] თხევადი ბუნებრივი აირის [ LNG ] შესყიდვების დასაფინანსებლად, რაც შეამცირებს ქვეყნის დამოკიდებულებას რუსულ იმპორტზე. 

Botas, თურქეთის სახელმწიფო კომპანია, გამოიყენებს ფულს LNG-ის ​აშშ-ს და ევროპელი მწარმოებლებისაგან შესაძენად.

სავარაუდოთ, შეთანხმებაზე ხელი რამდენიმე კვირაში მოეწერება, რაც კომპანიას საშუალებას მისცემს განახორციელოს გაზის მიწოდების დივერსიფიკაცია. ამჟამად ამ მხრივ თურქეთის ბაზარზე რუსეთი და ირანი დომინირებს. 

რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო დაწესებულმა სანქციებმა, რომლებმაც გაზის გაძვირება გამოიწვიეს, დააზარალა, როგორც თურქეთი, ასევე სხვა ევროპული ქვეყნები. 2023 წლის არჩვენების გამო, თურქეთის მთავრობა არ აძლევს სახელმწიფო ფირმებს იმის საშუალებას, რომ ინფლაციასთან ბრძოლის კონტექსტში გადასახადები მომხმარებელზე გადაიტანონ. 

დასავლური ფინანსური ინსტიტუტების მიერ მხარდაჭერილი ფინანსური გარიგებები დაეხმარება თურქეთს დააფინანსოს ძვირადღირებული LNG შესყიდვები და შეამციროს დამოკიდებულება რუსეთიდან იმპორტზე, რომელიც აკმაყოფილებს თურქეთის გაზის საჭიროების ნახევარზე მეტს.

ანკარის მთავრობა აგრძელებს უკრაინას სამხედრო დრონების მიწოდებას, ხოლო მოსკოვის წინააღმდეგ მიმართული სანქციებისთვის შეერთებისაგან თავს იკავებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა