მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

რუსეთმა ყირიმის პორტიდან შავ ზღვაში ოთხი წყალქვეშა ნავი შეიყვანა

ნახვები: 432 რუსეთმა ყირიმის პორტიდან შავ ზღვაში ოთხი წყალქვეშა ნავი შეიყვანა

რუსეთმა ყირიმის პორტიდან შავ ზღვაში ოთხი წყალქვეშა ნავი შეიყვანა. აღნიშნულის შესახებ ოდესის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა სერგეი ბრატჩუკმა განაცხადა.

„ღამემ ოდესასა და რეგიონში დაბომბვის გარეშე ჩაიარა, თუმცა საჰაერო თავდასხმის სიგნალებით. თავდაცვის ძალები საიმედოდ აკონტროლებენ სიტუაციას, ასევე ახორციელებენ კონტრდივერსიულ სამუშაოებს… ჩვენ ვიცით, რომ მტერმა შავ ზღვაში პატრულირების მიზნით ოთხი წყალქვეშა ნავი გაგზავნა, რომლებიც საკრუიზო რაკეტებით, „კალიბრით“ არიან აღჭურვილი. ამიტომ, სარაკეტო დარტყმის ალბათობა მაღალი რჩება“, – განაცხადა ბრატჩუკმა.

ადმინისტრაციის წარმომადგენელმა დაამატა, რომ საუბარია პროექტ „პალტუსის“ რუსულ წყალქვეშა ნავებზე, რომლებსაც შეუძლიათ რაკეტების გაშვება 50 მეტრამდე სიღრმიდან, რაც რადარებს და თანამგზავრებს არ აძლევს მათი ეფექტურად დაფიქსირების საშუალებას.

ბრატჩუკმა ასევე მოუწოდა რეგიონის მოსახლეობას, 23-24 აპრილს, აღდგომის დღესასწაულზე, დაიცვან საჰაერო უსაფრთხოებისა და კომენდანტის საათის მოთხოვნები.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა