ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

სანქციებს შეერთებული ვართ, როგორც ქვეყანა, რაც სამწუხაროდ, არ გაცხადდა ხელისუფლების მიერ-ჯაფარიძე

ნახვები: 493 სანქციებს შეერთებული ვართ, როგორც ქვეყანა, რაც სამწუხაროდ, არ გაცხადდა ხელისუფლების მიერ-ჯაფარიძე

უკრაინა არის აგრესიის მსხვერპლი, უდანაშაულო ადამიანები იღუპებიან. უკრაინის პრეზიდენტი, მთავრობა აჩვენებს გმირობის მაგალითს. ამ დროს მათ სჭირდებათ მაქსიმალური თანადგომა, შესაბამისად, იმ ვითარებაში, როცა ზელენსკიმ ევროპის ქვეყნების ყველა პარლამენტს მიმართა, აუცილებლად უნდა მიეცეს საშუალება, მიმართოს საქართველოს პარლამენტს, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეს იყო „ლელოს“ ინიციატივა, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ მხარი არ დაუჭირა.

„მინდა მოვუწოდო, „ქართულ ოცნებას“, ახლა ნამდვილად არის დრო, რომ ზელენსკიმ მიმართოს საქართველოს პარლამენტს, იმ ქვეყნის პარლამენტს, რომელიც ასევე არის აგრესიის მსხვერპლი. ეს იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ამის გარდა, „ლელომ“ გავაჟღერეთ და შევიტანეთ ინიციატივა რეზოლუციასთან დაკავშირებით უკრაინასთან მიმართებაში. ეს რეზოლუცია აუცილებლად მიღებული უნდა იყოს. ის, რასაც დღეს საქართველო აკეთებს და რეალურად, ჩვენ დღეს სანქციებს შეერთებული ვართ, როგორც ქვეყანა, ოღონდ ეს სამწუხაროდ, არ იქნა ხელისუფლების მიერ გაცხადებული. არც ერთ სანქცირებულ იურიდიულ თუ ფიზიკურ პირს საქართველოში საქმიანობის წარმოება არ შეუძლია. ეს უნდა ითქვას ღიად, რომ არ არსებობდეს ეჭვი ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, საქართველოს ტერიტორია ვერ გახდება და არ უნდა გახდეს ისეთი პროდუქციის რუსეთისთვის მიწოდების გამტარი ქვეყანა, რომელიც სანქცირებულია.

„რამდენადაც ცნობილია არსებობს შესაბამისი სია საბაჟოზე იმ პროდუქციის, რომელსაც ორმაგი გამოყენება შეიძლება, ჰქონდეს, რომლის გავლაც არ უნდა მოხდეს საქართველოს ტერიტორიის გამოყენებით რუსეთის მიმართულებით. შესაბამისად, აუცილებელია ეს იყოს ოფიციალურად გაჟღერებული. ისეთი ნაბიჯები, რომელიც არ არის განსაკუთრებულ რისკებთან დაკავშირებული, არამედ აღწერს რეალურ, ფაქტობრივ ვითარებას, აუცილებლად უნდა იყოს ჩვენი მხრიდან გადადგმული. შესაბამისად, ის პრობლემა, რომელიც დღეს გვაქვს, რომ უკრაინას, ჩვენს უახლოეს მეგობარს არ ჰყავს ელჩი საქართველოში, ეს დიდი პრობლემა აღმოიფხვრება. ჩვენ გვჭირდება მაქსიმალური მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის მიმართ, რადგან ის ბრძოლა, რომელსაც ისინი ეწევიან, არის ჩვენი მომავლისთვის და ჩვენი თავისუფლებისთვის“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა