მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

ნატო ძალზედ აფასებს საქართველოსთან პარტნიორობას, თქვენს განკარგულებაშია ნატო-ს ყველა ინსტრუმენტი-ხავიერ კოლომინა

ნახვები: 428 ნატო ძალზედ აფასებს საქართველოსთან პარტნიორობას, თქვენს განკარგულებაშია ნატო-ს ყველა ინსტრუმენტი-ხავიერ კოლომინა

ნატო ძალზედ აფასებს საქართველოს, როგორც პარტნიორს, გვაქვს შესანიშნავი პრაქტიკული თანამშრომლობა, თქვენს განკარგულებაშია ნატო-ს ყველა ინსტრუმენტი, რომელიც გაგვაჩნია, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილემ, ხავიერ კოლომინამ პარლამენტში გამართული შეხვედრების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტში გამართულ შეხვედრებზე უსაფრთხოებისა და თავდაცვის ყველა საკითხი განიხილეს.

„შეხვედრა მქონდა პარლამენტის თავმჯდომარესთან და შემდეგ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში. ორივე შეხვედრა ძალიან კარგად წარიმართა. ჩვენ შევეხეთ უსაფრთხოების და თავდაცვის ყველა საკითხს, ასევე პოლიტიკურ საკითხებსაც, რომელთა განხილვაც საჭიროა. ნატო-საქართველოს ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს. ჩვენ ძალზედ ვაფასებთ საქართველოს, როგორც პარტნიორს. გვაქვს შესანიშნავი პრაქტიკული თანამშრომლობა. თქვენს განკარგულებაშია ნატო-ს ყველა ინსტრუმენტი, რომელიც გაგვაჩნია. ასევე, ხაზი უნდა გავუსვათ, რომ ზოგიერთი ინსტრუმენტი უნიკალურია და მხოლოდ და მხოლოდ საქართველოსთვის მოქმედებს“, – განაცხადა კოლომინამ.

ხავიერ კოლომინას განცხადებით, ნატო საქართველოს იმ სფეციფიკურ ინსტრუმენტებს მიაწვდის, რომლებსაც ნდობის მაღალი გამო იმსახურებს.

„გასულ წლებში ამ ინსტრუმენტების გააქტიურება უკვე გადაწყდა და ახლა ამ პროცესში ვართ, რათა მივაწოდოთ საქართველოს სპეციფიკური ინსტრუმენტები, რომლებსაც ის იმსახურებს, ნდობის იმ ხარისხის გათვალისწინებით, რომელიც არსებობს ნატო-სა და თქვენ ქვეყანას შორის. ამ საკითხზე ვისაუბრეთ. ასევე, ვისაუბრეთ პოლიტიკური დიალოგის შესახებ, რომელიც გვაქვს. ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, შევხვდეთ თქვენ პრემიერ-მინისტრს დღეს საღამოს და ამ დისკუსიას განვაგრძობთ“, – განაცხადა კოლომინამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა