მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

თურქეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ზელენსკისა და პუტინის შეხვედრა შესაძლოა, უახლოეს დღეებში იყოს შესაძლებელი

ნახვები: 439 თურქეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ზელენსკისა და პუტინის შეხვედრა შესაძლოა, უახლოეს დღეებში იყოს შესაძლებელი

ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა შესაძლოა, უახლოეს დღეებში იყოს შესაძლებელი, – ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰულუსი აკარმა გერმანიაში, ნატო-ს „რამშტაინის“ ბაზაზე თავდაცვისა და უსაფრთხოების საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

აკარმა აღნიშნა, რომ საკონსულტაციო შეხვედრაზე 40-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლებმა გაცვალეს მოსაზრებები და განიხილეს უკრაინის თავდაცვის შემდგომი სამოქმედო გეგმა.

„ჩვენ შეშფოთებით ვაკვირდებით მოვლენებს. მიღებული სიახლეებით თუ ვიმსჯელებთ, არის პრობლემური სიტუაციები. როგორც ყველა ქვეყანა, ჩვენც სხვადასხვანაირად ვცდილობთ მათ დაძლევას. ჩვენ უნდა გავიხსნათ. ამრიგად, ჩვენ გვჯერა, რომ მშვიდობიანი გადაწყვეტილებების პოვნა უფრო ადვილია“, – აღნიშნა თურქეთის თავდაცვის მინისტრმა.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა