მარტა კოსი: ევროკავშირში არ არსებობს საკმარისი მხარდაჭერა ივანიშვილის, კობახიძისა და პაპუაშვილის სანქცირებისთვის
ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა

კობახიძის განცხადებები საზოგადოების დაცინვა და აბუჩად აგდებაა-სალომე სამადაშვილი

ნახვები: 459 კობახიძის განცხადებები საზოგადოების დაცინვა და აბუჩად აგდებაა-სალომე სამადაშვილი

რთულია სერიოზული კომენტარის გაკეთება კობახიძის ბოდვით განცხადებებზე. შემიძლია, რჩევა მივცე, რომ მოემზადოს იმ დროისთვის, როდესაც „ქართული ოცნება“ ძალაუფლებას დაკარგავს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

 

სამადაშვილმა კომენტარი გააკეთა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის  დღევანდელი განცხადების შესახებ, სადაც ამბობს: „სააკაშვილის ჩამოსვლის მთავარი მიზანი იყო გადატრიალება, რის შემდეგაც, გახარიასთან და „ლელოსთან“ ერთად მოდიოდა ხელისუფლებაში და ერთვებოდა ომში საქართველოს სახელით“.

 

სალომე სამადაშვილის თქმით, კობახიძის განცხადებები საზოგადოების დაცინვა და აბუჩად აგდებაა.

 

„რაც შეეხება უფრო სერიოზულ კომენტარს, მე შეკითხვა მაქვს, ანუ ბატონი კობახიძე რას ეუბნება ხალხს, რომ უკრაინამ დაგეგმა ომი, რომელიც დღეს მიმდინარეობს რუსეთთან. ამის პარალელურად, მიხეილ სააკაშვილმა სხვებთან ერთად დაგეგმა მეორე ფრონტის გახსნა საქართველოში და ამ მიზნით დაბრუნდა საქართველოში. ეს თუ ვინმეს მიაჩნია, რომ შეიძლება, იყოს რაციონალური ადამიანის მიერ ნათქვამი ფრაზები, მაშინ, კი ბატონო, სერიოზულ კომენტარს გავაკეთებ. ჩვენს ქვეყანას აქვს ძალიან სერიოზული გამოწვევები და უბრალოდ საზოგადოებისთვის შეურაცხმყოფელია კობახიძის განცხადებებზე სერიოზული კომენტარების გაკეთება. კობახიძის დღევანდელი განცხადებები საზოგადოების დაცინვა და აბუჩად აგდებაა“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა