ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა
ევროკომისია: 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე უარის თქმა საქართველოს კონსტიტუციურ პრიორიტეტებს ეწინააღმდეგება

ნანა ჯანელიძე კინოაკადემიის მიერ ჯაშის ფილმის ჩვენებების გაუქმებას ემიჯნება

ნახვები: 470 ნანა ჯანელიძე კინოაკადემიის მიერ ჯაშის ფილმის ჩვენებების გაუქმებას ემიჯნება

ეროვნული კინოცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი და კინორეჟისორი ნანა ჯანელიძე ემიჯნება კინოაკადემიის გადაწყვეტილებას, რომელმაც სალომე ჯაშის ფილმ მოთვინიერების ჩვენებები გააუქმა. 

ჯანელიძე, რომელიც კინოაკადემიის წევრია, ამბობს, რომ თუ ჩვენების გაუქმება კინოაკადემიის სამდივნოს ერთობლივი გადაწყვეტილებაა, მის წევრობაზე უარს იტყვის.

"ის რაც წარმოადგენდა ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილს, შემოქმედების თავისუფლება, ამ გადაწყვეტილებით ერთბაშად ეჭვქვეშ დადგა. მითუმეტეს, რომ კინოაკადემია არის თავისუფალ კინემატოგრაფისტთა კავშირი და ის პირიქით, უნდა იცავდეს შემოქმედების თავისუფლებას და ამის სადარაჯოზე უნდა იდგეს.

იქიდან გამომდინარე, რომ ყველა ყოფილი კინოკავშირის წევრი მექანიკურად გადაიქცა კინოაკადემიკოსად და ალბათ მეც, მათ შორის, ვემიჯნები ამ გადაწყვეტილებას და კითხვას ვსვამ - ეს კინოაკადემიის სამდივნოს ერთობლივი გადაწყვეტილებაა? თუ ეს ასეა, უარს ვაცხადებ კინოაკედემიის წევრობაზე", - წერს ჯანელიძე ფეისბუქზე.

28 აპრილს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს კინოაკადემიამ ქართველი კინოდოკუმენტალისტი სალომე ჯაშის ფილმის ჩვენებები გააუქმა. 

დოკუმენტური ფილმი "მოთვინიერება" ასახავს საქართველოს სანაპირო ზოლიდან მასიური და უძველესი ხეების მდიდარი და პოლიტიკური ძალაუფლების მქონე ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის, კერძო ბაღში გადატანის პროცესს.

ჯაში აცხადებს, რომ კინოაკადემიამ 28 აპრილის ჩვენების გარდა ყველა სეანსი გააუქმა, რის მიზეზადაც კინოაკადემიის დირექტორმა განაცხადა, რომ მათთვის მიუღებელია ისეთი ნაწარმოების ჩვენება, "რომელიც აზრთა სხვაობას იწვევს და საზოგადოებას პოლიტიკური ნიშნით ყოფს".

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა