მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

ლუკა მაისურაძე ევროპის ჩემპიონია

ნახვები: 432 ლუკა მაისურაძე ევროპის ჩემპიონია

სოფიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში ახალგაზრდა ლუკა მაისურაძე (90 კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა.ფინალურ დაპირისპირებაში ქართველმა სერბი დარკო ბრასნიოვიჩი აშკარა უპირატესობით დაამარცხა.

ეს ლუკასთვის პირველი ოქროს მედალია (დიდებში) კონტინენტის პირველობაზე, მანამდე მას ევროპის ჩემპიონატზე კადეტებში და იუნორებში ჰქონდა გამარჯვება მოპოვებული. მაისურაძე მსოფლიოს 2019 წლის და ევროპის 2019, 2020 წლების ბრინჯაოს მედლის მფლობელია (81კგ-ში).

ტურნირზე ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი ჰქონდა ვარლამ ლიპარტელიანსაც (100კგ), მაგრამ ნაკრების კაპიტანი რეპეჟაში ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილთან დამარცხდა. ევროპირველობას ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ ილია სულამანიძე და სოფიო სომხიშვილი.

კონტინენტის პირველობაზე, ამ ეტაპზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედალია. ევროპის ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი (81კგ) გახდა, მესამე ადგილი კი ეთერ ლიპარტელიანმა (57კგ) მოიპოვა.

ფინალური ბლოკის ტელერეპორტაჟებს ექსკლუზიურად საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. დღეს პირდაპირი ტრანსლაცია თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყო.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა