ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა
ევროკომისია: 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე უარის თქმა საქართველოს კონსტიტუციურ პრიორიტეტებს ეწინააღმდეგება

რომის პაპი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა, თუმცა პასუხი ჯერ არ მიუღია

ნახვები: 469 რომის პაპი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა, თუმცა პასუხი ჯერ არ მიუღია

რომის პაპ ფრანცისკეს თქმით, მან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა, თუმცა პასუხი არ მიუღია.

ინფორმაციას იტალიურ მედიაზე დაყრდნობით სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

„ჩემი გზავნილი იყო, რომ მზად ვარ, მოსკოვში ჩავიდე. ცხადია, საჭირო იყო, კრემლის ლიდერს გაეცა ნებართვა. ჩვენ ჯერ ვერ მივიღეთ პასუხი და ჯერ კიდევ დაჟინებით ვითხოვთ“, – განაცხადა რომის პაპმა.

რომის პაპი მიიჩნევს, რომ პუტინს არ სურს შეხვედრა. „მაგრამ როგორ არ უნდა გააჩერო ეს სისასტიკე?“ – განაცხადა ფრანცისკემ.

პონტიფიკოსმა ასევე ისაუბრა რუსეთის პატრიარქზე. მედიის ცნობით, ფრანცისკემ განაცხადა, რომ რუსეთის პატრიარქი კირილე არ შეიძლება, გახდეს „პუტინის ხელის ბიჭი“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა