ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა
ევროკომისია: 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე უარის თქმა საქართველოს კონსტიტუციურ პრიორიტეტებს ეწინააღმდეგება

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ 5, 6 და 7 მაისს „აზოვსტალიდან“ ჰუმანიტარული დერეფნები გაიხსნება

ნახვები: 466 რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ 5, 6 და 7 მაისს „აზოვსტალიდან“ ჰუმანიტარული დერეფნები გაიხსნება

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 5, 6 და 7 მაისს „აზოვსტალიდან“ ჰუმანიტარული დერეფნები გაიხსნება და მოსკოვის დროით, დილის 08:00 საათიდან 18:00 საათამდე იმოქმედებს.

უკრაინულ მხარეს ჯერ ეს ინფორმაცია არ დაუდასტურებია. აღსანიშნავია, რომ უკრაინის ხელისუფლებამ, წინა ჯერზე გაკეთებული ასეთი ტიპის წინადადება უგულებელყო, მოგვიანებით კი, ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა განმარტა, რომ ჰუმანიტარული დერეფნები მოლაპარაკებების შედეგად ეწყობა, ცალმხრივად მათი გახსნა, უსაფრთხოების გარანტიას ვერ იძლევა.

აზოვსტალიდან წინა ორი დღის განმავლობაში, გაერო-სა და წითელი ჯვრის შუამავლობით ევაკუირებული 100-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ამ დროისთვის უკვე ზაპოროჟიეში იმყოფება. თუმცა, ქარხნის ტერიტორიაზე კვლავ რჩებიან როგორც უკრაინელი მებრძოლები, ასევე მშვიდობიანი მოქალაქეები.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა