ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

ექიმები და უფლებადამცველები სააკაშვილის მდგომარეობაზე პრეზიდენტის მრჩეველს შეხვდნენ

ნახვები: 485 ექიმები და უფლებადამცველები სააკაშვილის მდგომარეობაზე პრეზიდენტის მრჩეველს შეხვდნენ

სამედიცინო სფეროსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები სალომე ზურაბიშვილის მრჩეველს და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს შეხვდნენ და სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე  ინფორმაცია მიაწოდეს. 

შეხვედრა ორბელიანების სასახლეში გაიმართა.

"ჩვენ დეტალურად მივაწოდეთ ინფორმაცია პაციენტის სიმძიმის და რთული მიმდინარეობის შესახებ. რასაკვირველია, თვითონ ქალბატონი სალომე არ ესწრებოდა, მაგრამ ესწრებოდა ადმინისტრაციის უფროსი და ჯანდაცვის საკითხებში მისი მრჩეველი. მათ ჩვენ მიერ მიწოდებული ინფორმაცია მოინიშნეს და როგორც აღგვითქვეს, ისინი დეტალურად გადასცემენ ამ ინფორმაციას პრეზიდენტს. დამრჩა პოზიტიური მოლოდინი იმისა, რომ საქართველოს დღევანდელი პრეზიდენტი მხედველობაში მიიღებს ექიმების ინფორმაციას"- თქვა შეხვედრის შემდეგ ექიმმა ვილი პაჭკორიამ.

27 აპრილს ომბუდსმენის მიერ შექმნილმა ექიმთა კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მორიგი დასკვნა მოამზადა. დასკვნის თანახმად, მიხეილ სააკაშვილს აქვს ცილოვანი შიმშილი. როგორც ექიმი აღნიშნავს, სააკაშვილი დღეში რეგულარულად მოხმარებადი კალორიის დაახლოებით 1/4-ს იღებს, ორგანიზმი კი "საკუთარ თავს ინელებს".

ექიმები განმარტავენ, რომ ის ცილები, რომლებიც მას არ მიეწოდება, კუნთების დაშლის საშუალებით იღებს ამ ცილებს, შესაბამისად კუნთოვანი მასა მკვეთრად მცირდება ამ დროს. მათი მოსაზრებით, მის გამომწვევი შესაძლოა იყოს რეზისტენტული პოსტტრავმული სტრესული აშლილობა და დეპრესია, რამაც საბოლოოდ  ანორექსია ანუ მადის დაქვეითება გამოიწვია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა