მარტა კოსი: ევროკავშირში არ არსებობს საკმარისი მხარდაჭერა ივანიშვილის, კობახიძისა და პაპუაშვილის სანქცირებისთვის
ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა

ნავთობი ისევ ძვირდება

ნახვები: 460 ნავთობი ისევ ძვირდება

მსოფლიო ბაზრებზე საწვავის ფასი ისევ იზრდება. ლონდონის ბირჟაზე Brent-ის ტიპის საწვავის ფასმა ბარელზე 111,4 დოლარს გადააჭარბა. ამასთან, იზრდება ფასი ამერიკულ ნედლ ნავთობზე. WTI-ის ტიპის საწვავი 108,7 დოლარი ღირს. არადა, რამდენიმე დღის წინ როგორც Brent-ის, ასევე WTI-ის ტიპის საწვავის ფასი 100 დოლარზე ნაკლებადაც კი ივაჭრებოდა.

მსოფლიოში საწვავის გაძვირება ევროსაბჭოს მიერ რუსულ ნავთობზე ემბარგოს შესაძლო დაწესება განაპირობებს. ახლა მოვაჭრეების ყურადღების ცენტრშია OPEC+-ის შეხვედრა, რომლის შედეგადაც მოსალოდნელია გადაწყვეტილება წარმოების მცირე მოცულობით ზრდის შესახებ.

OPEC+-ის ტექნიკური კომიტეტის ექსპერტებმა რეკომენდაცია გაუწიეს ალიანსის გეგმის დაცვას ივნისში ნავთობის მოპოვების კვოტის დღეში 432 ათასი ბარელით გაზრდის შესახებ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა